ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

შევეცდებით, რომ მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს და მაღალ კლასებში უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული აკადემიურ მოსწრებაზე, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრს სჯერა, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსწავლეების შედეგებსაც და მათ უფრო მეტად მოამზადებს ზრდასრული ცხოვრებისთვის.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, განათლების რეფორმის პროგრამის მოსამზადებლად ის ასეულობით პედაგოგს შეხვდა და რეფორმაც სწორედ მათთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან შეჯერებით მომზადდა.

მინისტრის თქმით, მან მოისმინა პედაგოგებისგან, მოსწავლეებისა და მშობლებისგან ინფორმაცია, თუ სად ხედავენ გამოსავალს და განვითარების შესაძლებლობას. ჯეჯელავას თქმით, პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი ეროვნული გეგმა უკვე არსებობს, მაღალი კლასების სასწავლო გეგმები კი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

"დღეს ჩვენი მოსწავლეები არიან ძალიან დატვირთულები. მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ბევრი გაკვეთილი და საშინაო დავალება აქვთ, როდესაც მე-11 და მე-12 კლასებში ხანდახან დატვირთვა არის არასაკმარისი. მათ ოჯახებს უწევთ რეპეტიტორების დახმარების გამოყენება, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლესში. მე-7, მე-8, მე-9 კლასებში შევეცდებით მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს, მეტი კლასგარეშე აქტივობა ჰქონდეთ, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ, ხოლო ბოლო კლასებში უფრო მეტი აქტივობა უნდა ჰქონდეთ და ორიენტირებულები იყვნენ აკადემიურ მოსწრებაზე. მჯერა, რომ ეს გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად მათ შედეგებს, მზადყოფნას და მოამზადებს ზრდასრული ცხოვრებისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

წაიკითხეთ: გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი