როგორი გრაფიკით იმუშავებს ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო

როგორი გრაფიკით იმუშავებს ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო

ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, საბაგირო გზა "რიყე-ნარიყალა", ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წელს შეაჯამებს და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას, 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. მოქალაქეები ასევე უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით "რიყე-ნარიყალა" და "ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა" 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი