კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:15 / 28-12-2016
ახალი ტაქსები თბილისში - როდიდან იმოძრავებენ ქალაქში ელექტრომობილი ტაქსები
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების წახალისების მიზნით, დედაქალაქში ელექტროძრავიანი ტაქსებისთვის პარკირება უფასო იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარკირების წესში ცვლილება შევიდა.

მუმლაძის განცხადებით, ელექტროძრავიანი ტაქსებისათვის, რომელთაც დამუხტვა სჭირდება და დედაქალაქში ამ მიზნით რამდენიმე ადგილი გაჩნდა, პარკირების პროცესი ასევე უფასო იქნება დამუხტვის პროცესშიც.

ამასთან, მისი თქმით, დღეისთვის თბილისში დაახლოებით 50-მდე ერთეული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებაა, ორმა კერძო კომპანიამ კი გამოთქვა სურვილი, ელექტროძრავიანი ტაქსებით მომსახურება განახორციელოს.

მუმლაძის განცხადებით, თბილისის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მერია აღნიშნულ კომპანიებს დაეხმარება ადგილის შერჩევაში, რომელიც მათ იჯარით გადაეცემა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროძრავიანი ტაქსების დამუხტვისათვის ლოკაციის ადგილები გაჩნდა, მოთხოვნა გაჩნდა კომპანიების მხრიდან, მოხდეს ჩვენი მხრიდან ადგილების გამოყოფა. შეიქმნება ტაქსების კომპანიები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ მგზავრებს. ამის მოთხოვნა უკვე გაჩნდა და ვმუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, არსებობს კომპანია "ჯინო ფერედაისი", რომელმაც მომართა მერიას, რამდენიმე ადგილის შერჩევა მოხდა და განაცხადია შემოტანილი. კომპანიას სურვილი აქვს იჯარით გადაეცეს ეს ტერიტორიები, რათა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებით განახორციელოს მგზავრთა მომსახურება", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მისი ინფორმაციით, "ჯინო ფერედაისის" გარდა მათ კომპანია მ2-მაც მიმართა.
17:29 / 28-12-2016
დარწმუნებული ვარ ტაქსებს პარკირების პრობლემა ხშირად ექნებათ, ზოგიერთი ვირი და რეგვენი მძღოლი შეაყენებს მანქანას ელექტრომობილისთვის განკუთვნილ ადგილას და დამუხტვის საშუალებას არ მისცემს. როგორც ხდება მაგალითად შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკინგებზე.
Giorgi
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა
როდის დასრულდება გზებზე შექმნილი უმძიმესი ვითარება, რაც ლამის მართლაც ერის გენოციდად იქცეს?!
რუსული კომპანიები საქართველოს ტაქსების მომსახურების სფეროს მონოპოლიზებას გეგმავენ
მანქანაში ჩაეძინა, დილით კი გარდაცვლილი იყო
სამუშაო ჯგუფი ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს
"ჯერ მინიციპალური ტრანსპორტი უნდა განავითარონ და მერე გადავიდნენ ტაქსების რეგულირებაზე"
დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად 700 000 ადამიანი მგზავრობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
15:40 / 25-03-2017  Image ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემთხვევა გუშინ მოხდა
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
18:39 / 23-03-2017  Image "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი
ქართველი სამხედროს ჩანაწერები ერაყის სამშვიდობო მისიიდან
10:03 / 25-03-2017  Image "მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა
მძღოლს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს და ჯარიმა დააკისრეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49