გაიცანით "სეკრეტ სანტა", რომელმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა - ვისგან მიიღო 17 წლის გოგონამ COLDPLAY-ს კონცერტის ბილეთები

გაიცანით "სეკრეტ სანტა", რომელმაც  "ფეისბუქი" აალაპარაკა - ვისგან მიიღო 17 წლის გოგონამ COLDPLAY-ს კონცერტის ბილეთები

ერთ-ერთი ბანკის მიერ წამოწყებულ "სეკრეტ სანტას" აქციაში წელს თითქმის მთელი საქართველო ჩაერთო. "სანტები" საჩუქრებს მათთვის უცნობ ადრესატებს უგზავნიდნენ. საჩუქრებით აღფრთოვანებული ახალგაზრდები კი მეგობრებს ემოციებს "ფეისბუქის" საშუალებით უზიარებდნენ.

სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება 17 წლის ანი მარგიანის საჩუქარს მოჰყვა. მან "სეკრეტ სანტასგან" 26 ივნისს, მიუნხენში დაგეგმილი COLDPLAY-ს კონცერტზე დასასწრები ორი ბილეთი მიიღო.  ყველას აინტერესებდა ვინ იყო უცნობი "სანტა", რომელმაც მის ადრესატს ასეთი გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია წლის ყველაზე პოპულარული სანტა 33 წლის გიორგი ცენტერაძეა.

- სეკრეტ სანტას თამაშში ისევე ჩავერთე, როგორც მგონი მთელი საქართველო. ძალიან მაგარი წამოწყებაა და მადლობა ორგანიზატორებს. დარწმუნებული ვიყავი 17 წლის გოგოს ძალიან გაუხარდებოდა ასეთი საჩუქარი, თუმცა როგორც ყველასთან ავღნიშნავ "სეკრეტ სანტობა" აშკარად არ გამომივიდა, ყოველშემთხვევაში "სეკრეტის" ნაწილში მაინც.

- რა იცოდით ადრესატის ინტერესების შესახებ?

- ადრესატი არის ერთი 17 წლის გოგო, რომელსაც ასევე უყვარს შოკოლადი... სხვათაშორის, ჩემს ნაჩუქარ შოკოლადზე ხმა არავის ამოგიღიათ. მარტო ბილეთები გახსოვთ ყველას. მას სურვილებში ეწერა რომ უყვარდა ჯგუფი "ქოლდფლეი" და აქედან გამომდინარე მომაფიქრდა, რომ მისთვის ასეთი საჩუქარი გამეკეთებინა. ზოგიერთის კომენტარს რომ ვკითხულობდი, ვნანობდი რამე გიშრის თვალი როგორ არ გავაყოლე ანის საჩუქარს.

- საჩუქრის მიღების შემდეგ დაგიკავშირდათ? რა რეაქცია ჰქონდა?

- კი "ფეისბუქის" საშუალებით მიპოვა და გულწრფელი მადლობა მომიხადა. აშკარად გაუხარდა.

- სხვისთვის თუ გაგიკეთებიათ მსგავსი საჩუქრები?

- სიურპრიზი და საჩუქარი ხომ ყოველთვის სასიხარულოა? მსგავსი თუ სხვანაირი, არ აქვს მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ უმეტესობას გვიყვარს საჩუქრების კეთებაც და მიღებაც. უბრალოდ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებთ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი