"სხვების სიცოცხლეს გაუფრთხილდა, საკუთარზე კი არც დაფიქრებულა" - ზვავში მოყოლილი მესტიელი მძღოლის გმირობის ამბავი

"სხვების სიცოცხლეს გაუფრთხილდა, საკუთარზე კი არც დაფიქრებულა" - ზვავში მოყოლილი მესტიელი მძღოლის გმირობის ამბავი

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესტიაში ჩამოწოლილმა ზვავმა ადამიანი იმსხვერპლა, ერთი რიგითი "ნიუსი" იყო, რომელისთვისაც ბევრს ალბათ არც მიუქცევია ყურადღება, თუმცა kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ გია მუშკუდიანმა საკუთარი სიკვდილით არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ტრაგედია ზუგდიდი-მესტიის ტრასაზე სოფელ ბარჯაშისთან ახლოს მდებარე გვირაბთან მოხდა. მესტიელ მძღოლს, გია მუშკუდიანს მიკროავტობუსით ზუგდიდის მიმართულებით ზუგდიდის ის მაცხოვრებლები გადაჰყავდა, რომლებიც მესტიაში დროებით სამუშაოებზე მუშაობენ. ერთ მონაკვეთზე მთიდან დაძრული თოვლი შენიშნა, მიკროავტობუსი მოშორებით გააჩერა, თვითონ გზის დასათვალიერებლად წავიდა.

ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ მთიდან დაცურებულ მცირე თოვლს სულ რამდენიმე წუთში შესაძლოა, ყველაფრის წამლეკავი დიდი ზვავი მოჰყვეს და სწორედ ამ მიზნით გადაწვიტა ახლომახლო ტრასის დაზვერვა.

გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მან თოვლში ჩაფლული "ჯიპის" მარკის ავტომანქანა შენიშნა. ბევრი არ უფიქრია, შეჩერდა და მძღოლის დახმარებას შეუდგა. სულ რამდენიმე წუთში, როგორც კი გაწამებულმა "ჯიპის" მძღოლმა მანქანა თოვლიდან ამოიყვანა და საშიშ ზონას მცირედით მოშორდა, მთას თოვლის უზარმაზარი მასა მოსწყდა და გია მუშკუდიანს დაეცა...

დღეს ამ ადამიანს მთელი მესტია გლოვობს. გია მუშკუდიანი გმირია, რომელმაც სხვები გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

მარინა ჟორჟოლიანი, გია მუშკუდიანის მეზობელი:

- ძალიან მიჭირს გიაზე წარსულში ლაპარაკი. კეთილი და სხვებზე მზრუნველი ადამიანი იყო. არ მიკვირს რომ ასე დაიღუპა, ის ისეთი იყო, ადამიანის გადასარჩენად მართლაც რომ მთებს გადაგამდა, როცა ჩვენს სიახლოვეს ვინმეს უჭირდა, ის პირველი ედგა მხარში. მარტო ნაცნობებს კი არა, უცნობებსაც გულით ეხმარებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი