დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მეღორეობით დაინტერესებულ ფერმერებს გოჭისა და მისი საკვები პროდუქტის შეძენა განვადებით შეუძლიათ. განვადება ასევე კეთდება გოჭის ხელოვნურ განაყოფიერებაზეც. 4-თვიან სერვის ადგილობრივ ფერმერებს დედოფლისწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი სთავაზობს. როგორც ფერმერთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, პროგრამა თითქმის ორი თვეა რაც დაიწყო და მასში 5-მდე ადამიანია უკვე ჩართული.
"ფერმერებთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ, რათა 4 თვის შემდეგ გაზრდილი გოჭები უკან ჩავიბაროთ და ფერმერს მათი რეალიზაციის პრობლემა არ ჰქონდეს. პროგრამას ორი დადებითი მხარე აქვს - ერთი, რომ ფერმერს არ უწევს გოჭის საკვებ პროდუქტზე ფიქრი და მეორე - მან ზუსტად იცის რომ, მისი გაზრილი გოჭი გაიყიდება", - განაცხადა ბექა გონაშვილმა. განაგრძეთ კითხვა