ყველაზე ცნობილი რაჭველი დათუნიკა სხირტლაძე კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა

ყველაზე ცნობილი რაჭველი დათუნიკა სხირტლაძე კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა

ყველაზე ცნობილი რაჭველი, "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი დათუნიკა სხირტლაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" ფოლკლორულ ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი წერს. მისი ინფორმაციით, სხირტლაძე კონცერტის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.

"რამდენიმე საათის წინ ამბროლაურში, სცენაზე კონცერტის დროს გარდაიცვალა შეისანიშნავი ხელოვანი, ჩემი მეგობარი დათო (დათუნიკა) სხირტლაძე... ძალიან დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის! ძალიან დაგვაკლდები დათუნიკა", - წერს უშიკიშვილი.

დათუნიკა სხირტლაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანი ხალხის ოჯახში დაიბადა. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი იყო. დათუნიკა სხირტლაძე ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო.

ნახეთ ვიდეო: "ტაში ბოშო გიორგუნას" უცნობი ისტორია და სახლი, სადაც რაჭული ცეკვა დაიბადა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი