პატრიარქის ექიმი - უწმინდესი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ რჩება

პატრიარქის ექიმი - უწმინდესი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ რჩება

პატრიარქი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ რჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა ოდნავ უკეთესია.

"უწმინდესი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ არის. ტემპერატურა არ აქვს. თავს კარგად გრძნობს. მონაცემები ოდნავ უკეთესია. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა შარტავამ.

მისივე თქმით, დღის წესრიგიდან სასწრაფო ოპერაციული ჩარევის საკითხი მოიხსნა. გეგმიური ოპერაციული ჩარევის საკითხი მომავალში მოიხსნება თუ არა, ამას დაავადების მიმდინარეობა აჩვენებს.

საუბრისას შარტავამ აღნიშნა, რომ პატრიარქი საახალწლოდ მოსახლეობას

მიესალმება და ახალ წელს მიულოცავს.

რაც შეეხება 4 იანვარს, უწმინდესის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები მისთვის უცნობია.

"ვცდილობთ, რომ ღონისძიებები შეზღუდული იყოს და უწმინდესი არ გადაიღალოს, არ გადაიტვირთოს", - აღნიშნა პატრიარქის ექიმმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი