საშუალოდ, რამდენი დახარჯეს თბილისელებმა საახალწლო სუფრისთვის

საშუალოდ, რამდენი დახარჯეს თბილისელებმა საახალწლო სუფრისთვის

მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია ACT-ის კვლევის მიხედვით, საახალწლო სუფრისთვის თბილისის მოსახლეობა საშუალოდ 250 ლარის დახარჯვას აპირებდა.

ACT-მ კვლევა 2016 წლის ნოემბერში ჩაატარა, შედეგები კი დეკემბერში გამოაქვეყნა. გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის. კვლევაში მონაწილეები გამოიკითხნენ პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

როგორც კვლევამ აჩვენა, თბილისის უმრავლესობა ახალი წლის საღამოს გატარებას სახლში აპირებდა. რაც შეეხება იმას, თუ რა კერძების მომზადებას აპირებდნენ საახალწლო სუფრისთვის თბილისელები, რომლებიც სახლში ხვდებოდნენ ახალ წელს, გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ გოზინაყს აუცილებლად ამზადებს საახალწლო სუფრისთვის.

ქართული ტრადიციული საახალწლო ტკბილეულის, გოზინაყის მომზადებას კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 66% აპირებდა, მთავარი კერძებიდან ყველაზე პოპულარული საცივია (60%). შემწვარი გოჭის მომზადებას კი მხოლოდ 20% გეგმავდა საახალწლო სუფრისთვის (პროცენტული მაჩვენებლების ჯამი ცდება 100-ს, რადგან შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა).

საახალწლო სუფრისთვის საშუალოდ გათვალისწინებულმა თანხამ კი, კვლევის თანახმად, 250 ლარი შეადგინა (იხილეთ ინფოგრაფიკა)

ფოტო: matthewpizza

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი