დადგენილია მძღოლის ვინაობა, რომლის საშიშმა "მანევრებმა" საზოგადოება აღაშფოთა - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

დადგენილია მძღოლის ვინაობა, რომლის საშიშმა "მანევრებმა" საზოგადოება აღაშფოთა - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

რამდენიმე დღის წინ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მძღოლი სახიფათო "მანევრებს" აკეთებს, რომლითაც სხვა მანქანებს საფრთხეს უქმნის. ვიდეოს "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა წერდა, რომ მძღოლი სამართალდამცველებმა შესაბამისად უნდა დასაჯონ.

რამდენად მოჰყვა რეაგირება მომხდარ ფაქტს, ამის გასარკვევად Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება უკვე დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია და მას შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სახდელები დაეკისრება.

"აღნიშნულ შემთხვევაზე საპატრულო პოლიციამ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება. მძღოლის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული მოქმედებები და დააეკისრება შესაბმისი მუხლით გათვალისწინებული სახდელები. ავტომობილი გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე", - აცხადებენ შსს-ს პრესსამხახურში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი