რას პასუხობს სემეკი მოქალქეებს, რომლებიც დეკემბერში ბუნებრივი აირის გაძვირებაზე ჩივიან

რას პასუხობს სემეკი მოქალქეებს, რომლებიც დეკემბერში ბუნებრივი აირის გაძვირებაზე ჩივიან

გაზის სექტორში ტარიფები უცვლელია, - ამის შესახებ სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

"შესაბამისად, ბუნებრივი გაზის რეგულირებად სეგმენტში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ კომისიას შესაბამისი განაცხადით ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე - 2420180. კომისია შეისწავლის საკითხებს ინდივიდუალურად", - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედაქალაქის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ პრეტენზიები აქვთ. მათ სოციალურ ქსელში ქვითრები გაავრცელეს და აცხადებენ, რომ 2016 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯი საგრძნობლადაა მომატებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განცხადება გაკეთდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი