ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ კომენტარს აკეთებს

ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ კომენტარს აკეთებს

იმედი გვაქვს, პატრიარქი 7 იანვარს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საშობაო მსახურებას ჩაატარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

"გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მიღებები არ იყო. ეპიზოდურად პატრიარქს მეუფეები, მონაზვნები რამდენიმე მონასტრებიდან სტუმრობდნენ. ყველა ცდილობდა უწმინდეს გაფრთხილებოდა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემები გაუმჯობესდა. დინამიკა დადებითია. უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ღვთის შეწევნით, ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის", - განაცხადა ექიმმა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი