საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა. ფარული კენჭისყრით ყველაზე მეტი - 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, თუმცა, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სულ მცირე 5 ხმა იყო საჭირო. მეორე ტურში გადავიდნენ ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც 2 ხმა მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ღია კონკურსის მეორე ტურში 14-დან 5 კანდიდატი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნატია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი.

მეორე ტურში გასულ კანდიდატებს სამეურვეო საბჭოს წევრები 4 და 5 იანვარს გაესაუბრნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი