"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ერთ-ერთი აბონენტის მიერ დეკემბრის თვეში მოხმარებულ ბუნებრივ აირზე გაზრდილ გადასახადს ეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არასწორად იყო მიწოდებული. "გვინდა განვმარტოთ შემდეგი: სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბონენტის მიერ წარმოდგენილი ქვითრები ასახავდა 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იმავე თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ხარჯებს არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, აბონენტის მიერ მოწოდებული ერთ-ერთი ქვითარი ასახავს მის მიერ არა 2015 წლის დეკემბერში, არამედ 2016 წლის გაზაფხულის, მარტის თვეში მოხმარებული გაზის ხარჯს 140,96 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ქვითარში ასახულია 2016 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული გაზის ხარჯი, რომელიც დეკემბრის თვის საშუალო დღიური ტემპერატურის კლების გათვალისწინებით, ბუნებრივად უფრო მეტია მარტის თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და თანხობრივად შეადგენს 363,13 ლარს. ამავე ქვითარში ჩანს 2016 წლის ნოემბრის ხარჯი, რომელიც შეადგენს 268,24 ლარს. სწორედ ამ ფაქტის დამალვის მიზნით, გავრცელებულ კადრებში ქვითრები მაგიდაზე იმგვარად არის განლაგებული, რომ ერთი ქვითარი ნაწილობრივ ფარავს მეორეს, რის გამოც ეკრანზე ჩანს მხოლოდ გაზის ხარჯის თანხობრივი მაჩვენებლები. 2016 წლის მარტის თვის (და არა 2015 წლის დეკემბრის) ქვითრის გამოწერის თარიღი დაფარულია 2016 წლის დეკემბრის ქვითრით. შესაბამისად გაზის ხარჯის სამმაგ ზრდას დეკემბრის თვეში ადგილი არ ჰქონია", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, მითითებული საკითხის დაზუსტების მიზნით, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის" არ მოუმართავს მედიასაშუალების ჟურნალისტს არ მიუმართავს.

კომპანია დაბეჯითებით მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საკითხის კომპეტენტური შესწავლის გარეშე თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი