ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"

ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე განაცხადა. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, თავდასხმა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

იხილეთ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შემდეგ გადაღებული 4 ფოტო

ასევე ნახეთ| უკომენტაროდ: გვარამია ტოვებს ადგილს, სადაც მამის დაკრძალვის შემდეგ სცემეს

"დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.

პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.

პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!", - წერს გვარამია.

წაიკითხეთ ასევე: ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი