"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის?" - ლევან გაჩეჩილაძე გვარამიას ცემაზე პირველ კომენტარს აკეთებს

"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის?" - ლევან გაჩეჩილაძე გვარამიას ცემაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ლევან გაჩეჩილაძე მისი შვილის რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"წავიდა პოლიციაში, კომუნიკაცია მქონდა, სახლში იყო და წავიდა, ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად," - აცხადებს გაჩეჩილაძე.

კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას ლევან გაჩეჩილაძე, რომ მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პატიმრობას ითვალისწინებს, გაჩეჩილაძე პასუხობს.

"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთ-ერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის, როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის, ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო დღემდე მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა," - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ამ განცხადების შემდეგ გაჩეჩილაძეს "კურიერმა" თხოვა პასუხი კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ნიკა გვარამიაზე თავდასხმა, "რუსთავი 2"-ში მის საქმიანობას, რაზეც ის პასუხობს - "მათ შორის "რუსთავი 2"-ში მოღვაწეობასაც უკავშირდება".

წყარო: rustavi2.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი