"მთელი ზამთარი მარტო ვიყავი სოფელში... ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს... საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი..."

"მთელი ზამთარი მარტო ვიყავი სოფელში... ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს... საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი..."

"18 წლის ვიყავი, შავები რომ ჩავიცვი: ჯერ მშობლები დამეღუპა, მერე - ქმარი, შემდეგ - შვილი. წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია, მთის წვერზე არის გაშენებული და აქ მას შემდეგ ვცხოვრობ, რაც გავთხოვდი. 21 წლისა ვიყავი მაშინ. ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი ქალაქში, ზოგიც ფასანაურის ახლო სოფლებში ცხოვრობენ. მე აქ მარტო ვარ ზაფხულშიც და ზამთარშიც. ზაფხულში შვიდი-რვა კომლი იკრებს თავს. როგორც კი აცივდება, ყველანი ქვევით მიდიან და ვრჩებით მარტო 2 კომლი: მე - მარტო და ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი.

ზამთარში წკერეში თითქმის არავინ ამოდის. როცა მოთოვს, მხოლოდ ტრაქტორს შეუძლია მოსვლა, ისიც ქვედა ხიდამდე და მერე ფეხით უნდა იაროს მგზავრმა. მახსოვს, ადრე საქონელს აკვლევინებდა მოსახლეობა გზას და მერე მარხილებით დავდიოთ ზევით და ქვევით. ახლა ზამთარში გაუდაბნოებულია აქაურობა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრე, წკერეში და სხვა ახლომახლო სოფლებში 4 კლასიანი სკოლები იყო და ბავშვები იქ დაყავდათ მშობლებს. ქვეშეთშიც იყო სკოლა-პანსიონი და მერე ბავშვები იქ აგრძელებნენ სწავლას და დარჩენაც შეეძლოთ, რომ ყოველდღე თოვლში კილომეტრები არ ქონოდათ გასავლელი. ახლა სკოლები აღარ გვაქვს. მარტო ქვეშეთშია საჯარო სკოლა და ბავშვებს ხომ არ დატოვებენ ოჯახები საშუალო განათლების გარეშე?! ამიტომ აიყრებიან ხოლმე აგვისტოში და მიდიან ივნისამდე ქვევით: ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგიც პატარა ქოხში, რომ როგორმე შვილებმა საშუალო განათლება მიიღონ. ასე იცლება სოფლები. ამიტომაც დაიცალა წკერე.

ვცდილობ შემოდგომაზე, სანამ კიდევ მანქანებს ამოსვლა შეუძლიათ, მოვიმარაგო ზამთრის სანოვაგე. ძალიან დავბერდი, ფეხები მტკივა და ვეღარც საქონელს ვუვლი, ვერც ბოსტანს. ამიტომ ყველაფერს ვყიდულობ და ვიმარაგებ, რომ ზამთარში არაფერი მომაკლდეს, თორემ აქ არც მაღაზიაა და ვერც ვერავის გავაგონებ ხმას, რამე რომ დამჭირდეს. პენსია 216 ლარი მაქვს და დახმარება 50 ლარი. პენსიას მარტო ქვედა სოფელში თუ აიღებ, ამიტომ ჩემით ვერ ჩავდივარ და იქაურ სოფლელებს ვთხოვ, ჩემს მაგივრად აიღონ და შემინახონ. როცა კი ვინმე ამოივლის მანქანით, ვთხოვ-ხოლმე, რომ წამიყოლოს, შენახული პენსიის გამოსართმევად... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ