როგორ შეიძლება კიბოს თავიდან არიდება - პროფესორი რემა ღვამიჩავა გირჩევთ

როგორ შეიძლება კიბოს თავიდან არიდება - პროფესორი რემა ღვამიჩავა გირჩევთ

საქართველოში კატასტროფულად მატულობს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ეს ვერაგი დაავადება არა მარტო პაციენტს იწირავს, უმძიმესი სტრესს აყენებს ოჯახს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც ობლად რჩებიან. ვფიქრობთ, მშობლის ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ რემა ღვამიჩავას ამ დაავადებაზე ვესაუბრეთ. იგი გვირჩევს, თუ როგორ შეგვიძლია ამ ვერაგი დაავადების თავიდან არიდება.

- ბოლო დროს ექიმებისგან ხშირად გვსმენია, რომ კიბო აღარ არის განაჩენი... არადა აშკარად ვხედავთ, რომ ამ სენს თითქმის ვერავინ გადაურჩა. გაგვიმარტეთ, რას გულისხმობენ ექიმები ფრაზაში, "კიბო აღარ არის განაჩენი".

- ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება ნამდვილად არ არის სასიკვდილო განაჩენი. ეს გახლავთ სერიოზული დაავადება, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას სახვადასხვა მეთოდით ან უხშირესად მათი კომბინირებული გამოყენებით (ქირურგია, რადიოთერაპია და მედიკამენტოზური თერაპია). დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო სრულად განკურნებადია ისევე, როგორც უმეტესი სხვა დაავადება, ხოლო დაავადების გავრცელებულ სტადიაზე გამოვლენისას განკურნების შანსი ნებისმიერი დაავადების დროს მეტად მცირეა. სამწუხაროდ დღემდე კიბო არის ის დიაგნოზი, რომელსაც პაციენტს ოჯახის წევრები არ უმხელენ. ამ დიაგნოზს უმალავენ ახლობლებს და კოლეგებსაც. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის გარშემო ბევრი განკურნებული ონკოპაციენტი ცხოვრობს, რომელთა რეალური დიაგნოზი და მათი განკურნების ფაქტი მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ იცის. ისინი კი, გასაგები მიზეზების გამო, ამ ფაქტს არ ასაჯაროებენ.

- ბევრი გახმაურებული შემთხვევა გვახსოვს, როცა სიმსივნით დაავადებულები თურქეთის, ისრაელის, გერმანიის კლინიკლებში გადაჰყავთ... რა უპირატესობები აქვთ ამ კლინიკებს საქართველოსთან შედარებით, ჩვენ რატომ ვერ ვეხმარებით ამ ადამიანებს, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი და რაში ჭირდებათ ქართველ სპეციალისტებს დახმარება?

- ბევრი ევროპული ქვეყნიდანაც მიემგზავრებიან პაციენტები სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. საქართველოში კი ასეთი ვითარება გვაქვს: ჩვენთან სხვადასხვა მიზეზის გამო ონკოპათოლოგიის მკურნალობა ბევრ სხვადასხვა კლინიკაზე გადანაწილდა. (ჩემი მონაცემებით დღეს საქართველოში ონკოპათოლოგიის მკურნალობის ნებართვა გააჩნია 80-ზე მეტ დაწესებულებას). არადა ონკოპაციენტების მკურნალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიდისციპლინურ მიდგომას - როცა ონკოლოგიის ყველა მიმართულება თავმოყრილია ერთ დაწესებულებაში და ამ მიმართულების სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ წლების განმავლობაში. ჩვენთან იყო ასეთი მძლავრი ონკოლოგიური ეროვნული ცენტრი (პროფ. ა.ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრი), რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო დღეს დასუსტებულია. პარალელურად, საქართველოში ნელ-ნელა განვითარდა სხვა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც დაიწყო ონკოპაციენტების მკურნალობა. მათი ტექნიკური ბაზის თანამედროვე აღჭურვის მიუხედავად, თითოეული მათგანი სპეციალიზირებულია ონკოდაავადებათა მხოლოდ გარკვეული პათოლოგიების მკურნალობაზე. ჩემი მოსაზრებით კი სახელმწიფოს მხარდაჭერით ერთი მოთავე დაწესებულება უნდა გაძლიერდეს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ არაერთი ასეთი სერიოზული სამედიცინო დაწესებულება მუშაობს, რომლებსაც ონკოპაციენტების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

განაგრძეთ კითხვა

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა