რეალურად აქვს თუ არა შანსი ზაზა ფაჩულიას ითამაშოს All Star-ის მატჩში

 რეალურად აქვს თუ არა შანსი ზაზა ფაჩულიას ითამაშოს All Star-ის მატჩში

NBA-ს All Star-ის პირველი შუალედური შედეგები აშშ-ში შოკისმომგვრელი იყო, დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულია ნახევარ მილიონამდე ხმით მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ თანაგუნდელს ვარსკვლავური "გოლდენ სტეიტიდან", კევინ დურანტს ჩამორჩებოდა.

საბოლოო შედეგები 16 იანვარს გამოცხადდება, მანამდე კი 12-ში კიდევ ერთი შუალედური შედეგები გველის, თუმცა სოციალურ ქსელში ზაზას ფანების განწყობა თავისუფლად გვათქმევინებს, რომ ჩვენებური ისევ ლიდერებში იქნება.

ანუ, პირველად ისტორიაში, NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ქართველ კალათბურთელს ვიხილავთ?

ზაზა ჯერ კიდევ ათი წლის წინათ იყო კანდიდატთა შორის (როცა "ატლანტაში" თამაშობდა), მაგრამ მიზანთან ახლოს ის შარშან იყო, როცა 14 ათასზე ოდნავ მეტი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სტარტერად მოსახვედრად. შემდეგ კი მწვრთნელმა ის აღარ შეარჩია სათადარიგო მოთამაშედ.

პასუხი კი კითხვაზე ასეთია - სამწუხაროდ, წლეულს NBA-მ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოხვედრის წესები შეცვალა, რის გამოც ჩვენებურს, ფანების გამოკითხვაში სულ რომ პირველ ადგილზე გავიდეს, 19 თებერვალს ნიუ ორლეანში სტარტერად მოხვედრის შანსი პრაქტიკულად არ აქვს.

არადა, NBA-ში ფანები 1974/75 წლების სეზონიდან ირჩევნდნენ ხუთეულებს. რატომ? იმიტომ, რომ წლეულს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოხვედრა აღარ არის არჩევითი - კალათბურთელი, ფანების გარდა, მედიისა და კოლეგების რჩეულიც უნდა გახდეს. NBA.TV-ის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ ორ კატეგორიაში ჩვენებურს შანსი არა აქვს და ჩვენც ვეთანხმებით განაგრძეთ კითხვა sportall.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი