14 წლის ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს

14 წლის ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს

14 წლის აიდანის ბადიროვი თავისუფალ ჭიდაობაში რამდენჯერმე გახდა გამარჯვებული. ჭიდაობაზე ბავშვობიდან დადის, ეს სპორტი მისი გატაცებაა. ოცნებობს, დიდ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა მის ოჯახს უკიდურესად უჭირს და ბევრჯერ გასვლებზე უარის თქმა მოუწევდა, მწვრთნელები რომ არ ეხმარებოდნენ.

აიდანისი მშობლებთან და სამ მცირეწლოვან დასთან ერთად სოფელ ველში ცხოვრობს. მაშინ როდესაც მისი ასაკის ბავშვებს სძინავთ, აიდანისი ყოველ დილით ვაგზალზე მატარებლით მიდის, რომ დეზერტირების ბაზარში ლიმონი გაყიდოს. დღეში მისი შემოსავალი 5-6 ლარია.

იხილეთ სიუჟეტი PALITRATV.GE-ზე

დილით ადრე ყინავს, აიდანისი კი სიცივეს უკვე მიეჩვია, თავიდან უჭირდა, მაგრამ ახლა მუშაობა აღარ უძნელდება. ამბობს, რომ დედა ხშირად ავადმყოფობს, მამას კი მუდმივი შემოსავალი არ აქვს. გაყიდული ლიმონიდან შემოსული ფული გაჭირვებული ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. უკიდურესი გაჭირვების გამო, აიდანისი სკოლაში სიარულსაც ვერ ახერხებს. 4 საათისთვის კი სოფელი დიღმის გზას დაადგება, რომ ჭიდაობის გაკვეთილზე არ დააგვიანოს...

"პასპორტი უნდა გავაკეთო და საქართველოში ვივარჯიშო. მერე რა რომ აზერბაიჯანელი ვარ, ვაფშე არ მინდა ბაქოში წასვლა... საქართველო მიყვარს და აქ მინდა ვივარჯიშო" - ამბობს აიდანისი.

აიდანისი ოცნებოს, რომ წარმატებული მოჭიდავე გახდეს და მთელმა საქართველომ გაიცნოს, მანამდე კი თავდაუზოგავი შრომა უნდა განაგრძოს...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი