კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:47 / 11-01-2017
XIX-XX საუკუნეების თბილისური საროსკიპოები - სად მდებარეობდა და როგორ იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ საბჭოთა ქალები
პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ღამის კლუბებთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს "ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა.

"ღამის კლუბებს, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია "ვარდების მოედნის" ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა, მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში", - ასეთი განაცხადა გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში პროსტიტუცია კანონით ისჯება, თუმცა საროსკიპოების მისამართი თითქმის ყველა ტაქსის მძღოლმა იცის. ისევე, როგორც დღეს, აკრძალვების მიუხედავად, ამ უძველესი პროფესიის ადამიანები საქართველოში საუკუნეების წინაც ახერხებდნენ საქმიანობას.

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი გვიამბობს, როგორ ფუნქციონირებდა თბილისში 30 საროსკიპო მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე:

- არსებობს გრიგოლ გიორგაძის წიგნი - "საზოგადოებრივი ურთიერთობები საქართველოში", რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მიმოხილვაა. გრიგოლ გიორგაძე იურისტი, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პირველი სამხედრო მინისტრი იყო... მის წიგნში დასახასიათებლად არის მაგალითი მოყვანილი, თუ როგორ იცვლება ცხოვრება. როგორ გადადის კავკასია-საქართველო-თბილისი შუა საუკუნეობრივი განზომილებიდან იმ პერიოდისთვის თანამედროვე ეპოქაში, როდესაც კაპიტალიზმი ვითარდება და ძველი ურთიერთობები იშლება.

ქალაქი იმდენად განვითარდა, რომ ამ სახის კომერციამ ფართო მასშტაბის სახე მიიღოო... ქალაქში ოფიციალურად არსებობდა 30 საროსკიპო და რამდენი არაოფიციალურად იყო, ეს კიდევ არ არის გარკვეული. ამიტომაც ავტორი ვერ უთითებს ზუსტ სტატისტიკას. თუმცა იმ დროისთვის მეფის ხელისუფლება, პოლიცია და ქალაქის ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობდნენ, რომ ყველაფერი აღრიცხული ყოფილიყო. სანიტარული და ჰიგიენური ნაწილის ზედამხედველობის ქვეშ იყო საროსკიპო სახლები, რადგან ეს კერები ეპიდემიის და ვენერიული დაავადებების გავრცელების საფრთხის შემცველი იყო. ამიტომაც, ვინც კი საროსკიპო სახლში მუშაობდა, ყველა პოლიციის აღიცხვაზე და ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო... ქუთაისში, ქალაქის მმართველობის საარქივო ფონდებში 1860-იანი წლებიდან ერთ-ერთი უადრესი საქმეები არის ჰიგიენური და სანიტარული ნაწილის მოწესრიგება. მათ შორის პროსტიტუციის კერების დარეგულირება...

ლიტერატურის მუზეუმმა დაბეჭდა ძალიან საინტერესო, მხატვარ - კარაპეტ გრიგორიანცის მოგონებები ძველი თბილისის ყოფაზე. მას პირდაპირ მონიშნული აქვს ის კერები, სადაც თბილისის საროსკიპო სახლები იყო. ეს იყო ძველი ქალაქის ცენტრი - აბანოთუბნის მიმდებარე ზონა, სადაც გადატვირთული იყო სავაჭრო ადგილებით. იქ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობდა. ქარვასლები იყო, სადაც ქარავნები ჩერდებოდნენ და ვაჭრები ღამეს ათევდნენ. სადაც კი ვაჭრობა იყო გამეფებული, როგორც წესი, იქ საროსკიპოები იყო თავმოყრილი... თუმცა მე ძალიან ფრაგმენტულად მინახავს, რომ ქალაქის სხვა უბნებშიც იყო საროსკიპოები. საროსკიპო სახლს
You must have Flash Player installed in order to see this player.
მას ვერ ვუწოდებთ, რადგან ერთი კონკრეტული ადამიანის ბინა იყო და საკუთარ კლიენტთა წრე ჰყავდა...

- რომელი ეროვნების ხალხი იყო ძირითადად საროსკიპო სახლებში დასაქმებული?
- არ არის ცნობილი მათი ეთნიკური შემადგენლობა... არავის ღრმა კვლევა არ ჩაუტარებია ამ თემაზე. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, მაგრამ რამდენადაც თბილისი იყო ეთნიკურად მრავალფეროვანი, ისეთივე მრავალფეროვანი იყო ნებისმიერი პროფესიის მომსახურეთა წრე. მათ შორის ალბათ ეს სფეროც მთლიანად ინტერნაციონალური იქნებოდა...

1921 წლიდან, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ამუშავებიდან გამომდინარე უკვე აღარსად ჩანს საროსკიპო სახლების არსებობა. იყო მცდელობა ქალაქში ჰიგიენის საკითხი მოწესრიგებულიყო და ერთ-ერთი საკითხი იყო, თუ რა უნდა მოეხერხებინათ ქალაქში პროსტიტუციისათვის. ძალიან რთულად მოიპოვება ცნობები, საროსკიპო სახლები ისევ განაგრძობდნენ ფუნქციონირებას თუ არა... საბჭოთა რეჟიმი თვლიდა, რომ ეს იყო მიუღებელი თუნდაც მორალური თვალსაზრისით... 20-იან წლებში ძალიან აქტიურად მუშაობდა კომუნისტური პარტიის წარმომადგენელ ქალთა განყოფილებები. ისინი იბრძოდნენ ქალთა ემანსიპაციისა და უფლებების დაცვისთვის, რასაკვირველია, კომუნისტური თვალთახედვით.

დღესაც არის დავა და მაშინაც მათი აქტიურობის შედეგად ყველა მიიჩნევდა, რომ პროსტიტუცია არ არის კომერცია და ბიზნესი. მართალია ადამიანს არავინ არ აძალებდა და თვითონ ირჩევდა საროსკიპო სახლში მუშაობას, მაგრამ ითვლებოდა, რომ ეს იყო ექსპლოატაცია. ის, რომ ქალმა გადაწყვიტა საროსკიპო სახლში ემუშავა, არ ნიშნავდა რომ მოსწონდა, უბრალოდ სხვა გზას არ უტოვებდა საზოგადოება და გარემო. ამიტომაც ყველაზე მიუღებელ და მძიმე შრომას ქალი საროსკიპო სახლში ეწეოდა კომუნისტ ქალთა თვალთახედვით... მიუხედავად ამისა, 1920-იან და 1930-იანი წლების დასაწყისშიც გაზეთებიდან ჩანს, რომ საროსკიპო სახლები ისევ არსებობდა... "წითელ დუქანს" კი ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში იქ საროსკიპო სახლიაო და ასეთი ჩივილები გვხვდება გაზეთებში... რაც არ უნდა ეცადათ, ბოლომდე ვერ ამოძირკვავდნენ. თუმცა დიდი მცდელობები არც იყო ამოეძირკვათ, მხოლოდ ოფიციალურად არ იყო დაშვებული... დღეს ბევრ ცნობებს ვერ ვპოულობთ, რადგან არ იყო საჯარო განხილვის საგანი ეს თემა. საარქივო მასალებზე არავინ მუშაობს. პოლიციის არქივის დამუშავებას თუ ვინმე სერიოზულად გადაწყვეტს, იქ აღმოაჩენს ბევრ სიახლეს იმ დროის თბილისის აკრძალული და ბნელი მხარისას. მე ზერელე წარმოდგენა მაქვს, რამდენიმე წიგნიდან გამომდინარე, რომლებიც დაიწერა პოლიციის არქივზე დაყრდნობით. ამ წიგნებიდან კი ჩანს, რომ არა თუ ჩამორჩებოდა მაშინდელი ქალაქის კრიმინალური ცხოვრება და ქალაქური დაფარული მხარეები დღევანდელს, პირიქით, თანამედროვე ადამიანიც განცვიფრდება, იმდენად წარმოუდგენელი რამეები ხდებოდა.

მანანა გაბრიჭიძე
AMBEBI.GE
11:55 / 13-01-2017
მრავალფეროვანი იყო ნებისმიერი პროფესიის მომსახურეთა წრე -madloba statiis avtors. Dzlivs ar gairkva rom
Ana
17:11 / 12-01-2017
გეტყობა ძაან პატიოსანი ხაართ )
!. ს
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| კვლევის მიხედვით, გორში პოლიცია სექსმუშაკებს არ აჯარიმებს
"არა მგონია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამით იყოს დაკავებული"
5 ყველაზე უცნაური ამბავი
ფოტოები გადაღებულია 1912 წელს ახალი ორლეანის საროსკიპოებში (ფოტოგალერეა)
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
როგორც ამბობენ, არსებობს დაუზუსტებელი სტატისტიკა იმის შესახებ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის
ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა ნიგერიიდან (ფოტო)
გოგონები ბორდელში მუშაობენ
"პოლიტიკოსები ჩვეულებრივ კლიენტებზე უხეშები არიან"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 20-02-2017  Image პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
+VIDEO "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება"
20:13 / 20-02-2017  Image "მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა... და ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ამის გამო..."
"მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო"
21:32 / 20-02-2017  Image ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა
23:19 / 20-02-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
მსახიობი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში
11:28 / 20-02-2017  Image ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
"უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც"
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49