12 მთავარი მიზეზი, რის გამოც შენგენის ვიზაზე უარს მიიღებთ

12 მთავარი მიზეზი, რის გამოც შენგენის ვიზაზე უარს მიიღებთ

საელჩოს ან საკონსულოს პასუხი ვიზის შესახებ ბევრი ადამიანის ცხოვრებას ცვლის. უარის მიღება ხდება მაშინ, როცა დოკუმენტაცია არასრულია ან რაღაც არასწორად არის შევსებული. თუმცა ბევრისთვის გაუგებარი რჩება, თუ კონკრეტულად რატომ მიიღო უარი.

როგორ უნდა შეავსოთ შენგენის ზონის ვიზისთვის საჭირო დოკუმენტები, რომ პასპორტში სასურველი ჩანაწერი იხილოთ? გთავაზობთ ვიზაზე უარის თქმის 12 მთავარ მიზეზს.

1. წარსული ან მიმდინარე კრიმინალური აქტივობები

აპლიკანტის წარსული და მიმდინარე აქტივობები და საქმიანობა შენგენის ვიზის გაცემისას დიდ როლს ასრულებს. აპლიკანტმა შეიძლება უარი მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ საფრთხეს უქმნის პოლიციას, საერთაშორისო დაცვას ან შენგენის ტერიტორიას. უფრო კონკრეტულად ესაა ტერორიზმი, ნარკოტიკის მოხმარება, ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა სერიოზული კრიმინალური ქმედებები.

2. ყალბი სამოგზაურო დოკუმენტები

ყალბი საბუთების წარდგენა - ეს არის მიზეზი, რომლის გამოც შენგენის ვიზაზე უარის თქმა ხშირად ხდება ხოლმე. ყალბი დოკუმენტების წარდგენა კონსულს სრულ საფუძველს აძლევს, ვიზა არ გასცეს, რადგან ამის მიზანი ხშირად საკუთარი ვინაობის დამალვაა.

3. არასრულფასოვანი განმარტება, თუ რატომ სურს აპლიკანტს მითითებულ ქვეყანაში წასვლა და დარჩენა

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება შენგენის ვიზაზე აპლიკანტმა უარი მიიღოს არის ის, რომ მან საფუძვლიანად ვერ დაასაბუთა საკუთარი მოგზაურობისა და მითითებულ ქვეყანში დარჩენის მიზეზები. ეს მიზეზებია:

• საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი არასაკმარისი დოკუმენტები.

• შენგენის ტერიტორიაზე დარჩენის მიზნები არ არის დოკუმენტურად დადასტურებული.

• ვიზის ხანგრძლივობა არ არის დადასტურებული დოკუმენტურად ან საკმარისი შემოსავლები არ არის წარმოდგენილი.

4. დაზიანებული პასპორტი

ვიზაზე უარის თქმის მიზეზებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს დაზიანებული პასპორტი. მაგალითად, როცა პასპორტს გვერდები აკლია, დაჭმუჭნულია ან როცა ყდა არის დაზიანებული და სხვა მსგავსი პრობლემები.

5. პასპორტი არ არის ვალიდური

შენგენის ვიზაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება პასპორტის არავალიდურობა იყოს. ეს კი შემდეგს გულისხმობს:

• წარმოდგენილია პასპორტი, რომელსაც შენგენის ტერიტორიიდან დაბრუნების შემდეგ სამ თვეში გასდის ვადა.

• პასპორტში არ არის წარმოდგენილი ორი ცარიელი გვერდი ვიზისთვის.

• პასპორტის ნაცვლად წარმოდგენილია ე.წ. სამოგზაურო ბუკლეტი, რომელსაც, ასევე, სახელმწიფო გასცემს, მაგრამ მას პასპორტის შეცვლა არ შეუძლია.

• წარმოდგენილი პასპორტი 10 წელზე უფრო ძველია.

6. მოგზაურობის მარშრუტი არ არის სათანადოდ დადასტურებული

დიდი ყურადღება ექცევა დოკუმენტებს, რომლებიც შენგენის ტერიტორიაზე მოგზაურობის მარშრუტს სათანადოდ ასაბუთებენ. ამ კუთხით, უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს:

• არასწორ საელჩოში საბუთების შეტანა.

• მოგზაურობის განმავლობაში არასაკმარისად ან არასწორად დაჯავშნილი სასტუმრო.

• თვითმფრინავის ბილეთი არ არის დაჯავშნილი.

• შენგენის ტერიტორიაზე დაგეგმილი შიდა ტურისთვის არ არის ბილეთები დაჯავშნილი.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი