სესხების გალარება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც სამთავრობო პროგრამა ეხება

სესხების გალარება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც სამთავრობო პროგრამა ეხება

საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა. კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს.

"დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ანუ, თუ ვინმეს ჰქონდა სესხი აღებული 2015 წლის 1-ელ იანვრამდე და გააჩნია ნაშთი ან იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, პოტენციურად ეხება ეს აქცია. სულ ასეთი სესხი არის 33 000. თუ მსესხებელს გააჩნია 40 000-ზე მეტი ოდენობის სესხი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება ანუ 40 000 დოლარის ფარგლებში ეხება სუბსიდირება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, სუბსიდირება არ შეეხებათ მათ, ვისი შემოსავალიც არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა იწყება 17 იანვრიდან და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"ამ 2 თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, შეუძლიათ მიაკითხონ მათთვის სასურველ კომერციულ ბანკს. ეს პროგრამა არის ერთჯერადი და არის ნებაყოფლობითი. ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში სმს-ით ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს აქცია. ფიზიკურ პირებს არ სჭირდებათ, რომ განკარგულების დეტალები ბოლომდე გაარკვიონ. კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან, თვითონ დაუკავშირდნენ მათ, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს პროგრამა. თუმცა, ბუნებრივია, ვინც თვლის, რომ მას ეხება, მაგრამ პროგრამის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში არავინ დაუკავშირდა, მათაც აქვთ შესაძლებლობა, შეეხმიანონ კომერციულ ბანკს და გადაამოწმონ, ეხებათ თუ არა სუბსიდირების აქცია", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ბანკებს აეკრძალებათ, რომ კონვერტაციის დროს გადაახდევინონ მსესხებელს რაიმე დამატებითი ხარჯი, წინასწარ დაფარვის საკომისიო ან სესხის დაფარვის საკომისიო.

ასევე წაიკითხეთ: რამდენ პროცენტში გაგილარებენ დოლარში აღებულ სესხს, თუ "თიბისი ბანკის" კლიენტი ხართ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი