კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:08 / 11-01-2017
ქართველი ფილოლოგი ქალი, რომელმაც ღვინის სიყვარულით თბილისი მიატოვა და სამეგრელოში მეღვინეობა დაიწყო
ფილოლოგმა ქეთო ნინიძემ თბილისი რამდენიმე თვის წინ მიატოვა და მარტვილში დასახლდა, სადაც მეგრულ ოდაში ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი.
ქეთო ნინიძე "ბიზნესპრესნიუსს" ღვინის წარმოების, ცხოვრების შეცვლისა და მისი საქმიანობის მთავარი სათქმელის შესახებ ესაუბრა.

როგორც მეღვინე ქალი ამბობს, სოფლად ცხოვრება დიდი ხანია უნდოდა და ამის შესაძლებლობა 2015 წელს მიეცა. დღეს ქეთო ნინიძე ოჯახთან ერთად მარტვილში, მეუღლის დიდი ბებიის მიერ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენებულ ოდაში ცხოვრობს.

"2015 წელს სამეგრელოსა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია დაარსდა და მისი
ხელმძღვანელობა ჩემს მეუღლეს შესთავაზეს. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო "ნიშანი", ჩვენი დიდი ხნის მისწრაფება რეალობად გვექცია. ორივე თბილისელები ვართ, თუმცა ჩემი მეუღლე წარმოშობით მარტვილიდანაა, აქაურობა ძალიან უყვარს. სულ ამბობდა, თბილისთან ახლოს აგარაკს არასდროს ვიყიდი, აქაურობა რომ არ დავკარგოო. ასეც მოხდა, აქაურობა არ დავკარგეთ. ზოგი გიჟად გვთვლის, ზოგი - გმირად. მე კი მგონია, რომ უბრალოდ, იმას ვაკეთებთ, რაც სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. გვაქვს საოცარი ეზო, სადაც ჩამოდის პატარა მდინარე და ჩვენი ეზოს ბოლოში ჩანჩქერით სრულდება. ბავშვები სუფთა ჰაერს სუნთქავენ, თამაშობენ მიწით, კენჭებით, ტოტებით და არა - აიპადით, რაც ვფიქრობ, მათი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დადიან ძალიან კარგ ბაღში, საღამოს ვმღერით, ვყვებით ზღაპრებს, ვჭრით და ვკერავთ", - გვიყვება ქეთო ნინიძე.



განათლებით ფილოლოგი მეღვინეობაში წერამ მიიყვანა. როგორც მეღვინე "ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას ამბობს, "მარანის" ბლოგისთვის წერა დიდი გამოცდილება იყო იმ სფეროში, რომელთანაც მანამდე შეხება არ ჰქონდა. გამოცდილების დაგროვებისა და ცოდნის მიღების შემდეგ ქეთო ნინიძე დღეს უკვე თავისი ოდის პირველ სართულზე მარანის მოწყობას ასრულებს, ეზოში კი თხილის ადგილზე ვაზი გააშენა.
განაგრძეთ კითხვა
ტეგები:
22:30 / 11-01-2017
chkua gaqvs-ს
0
აბა რქაწითელს ხომ არ მოიყვანდნენ? შრომა მეტი უნდა და ფასი არა აქვს :( მერე რა, რომ იქაც საქართველოა...
გამოეხმაურე / 0 /
20:04 / 11-01-2017
chkua gaqvs?
1
სამგრeლოში რომ გადასახლდენი მეღვინეობაზე<br />
ჰიჰიჰიი<br />
როდის აქეტაა სამეგრელო ღვინის ქვეყანა
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49