უახლესი ინფორმაცია პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის მდგომარეობის შესახებ

უახლესი ინფორმაცია პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის მდგომარეობის შესახებ

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მათმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანი პალატაშია გადაყვანილი. ამასთან, ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, ოჯახის ნებართვის გარეშე ვერ გასცემს.

რაც შეეხება კითხვას, იმყოფებოდნენ თუ არა მინდია გოგოჭურთან სამართალდამცავები, ექიმის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ დრომდე არ ყოფილან, თუმცა "გოგოჭური და მისი მეგობარი სიტუაციიდან გამომდინარე, ადეკვატურები არიან და მათი დაკითხვა ოჯახის, ახლობლების ნებართვით შესაძლებელია".

წუხელ, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი დაჭრეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მინდია გოგოჭურის ახლობელმა განუცხადა. ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი