ანა მარგველაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მინდია გოგოჭური მოინახულა

ანა მარგველაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მინდია გოგოჭური მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შვილმა ანა მარგველაშვილმა გუშინ დაჭრილი მინდია გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა. ანა მარგველაშვილს არც შესვლამდე და არც საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება მაკა ჩიჩუას შვილი მაშო ჩიჩუა. პალატას, სადაც მინდია გოგოჭური წევს, დაცვა იცავს.

გუშინ საღამოს, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო 118-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მინდია გოგოჭურთან ერთად გუშინ საღამოს დაჭრეს მისი მეგობარიც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი