საუკუნის ტოლი ქალი, ფერეიდანში მოსმენილი კახური გინება და გურჯი ქართველის "ფერიანი" სიზმრები

საუკუნის ტოლი ქალი, ფერეიდანში მოსმენილი კახური გინება და გურჯი ქართველის "ფერიანი" სიზმრები

"ჩვენს ცხოვრებას არანაირი აზრი არა აქვს ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. ერთმა გამოჩენილმა ქართველმა თავის დროზე თქვა: ბედნიერი იქნები მაშინ, როცა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე უკან მოიხედავ და მხოლოდ კარგი მოგონებები დაგხვდებაო."

ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი კალანდიამ ჩემთან დიალოგი. მისთვის ადამიანები კარგი მოგონებების შემადგენელი ნაწილია, ხოლო ადამიანური ურთიერთობები - უმთავრესი. მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გელით.

რუბრიკის სტუმარი გიორგი კალანდია გახლავთ, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი:

- უპირველესად ვიტყვი იმას, რომ არასდროს დამავიწყდება ჩემი და და მშობლები - ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ისინი! არასდროს დამავიწყდებიან მეგობრები - ირაკლი და ნინო. არასდროს დამავიწყდება ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი - მარიამ ლორთქიფანიძე. ჩვენი პირველი შეხვედრა უნივერსიტეტში მოხდა. მაშინ I კურსზე ვიყავი. მახსოვს მისი გრაციოზულობა, თხრობის მანერა და ჩემთვის მოცემული პირველი შენიშვნაც კი...

- გაგვიმხელთ?

- საღეჭ რეზინს ვღეჭავდი. თავისთან მიხმო და მითხრა, - იცოდე, ეს ჩემს ლექციაზე აღარ მოხდესო. საღეჭი რეზინი მაშინვე გადავყლაპე... დღეს ისტორიკოსი რომ ვარ, ეს მარიამ ლორთქიფანიძის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება. 80 წელი შეუსრულდა და მინდა, კიდევ დიდხანს იცოცხლოს. "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის," - აი, ზუსტად ასე დააჩნდა ჩემს სულს მისი ლექციები.

საუკუნის ტოლი ფადიმე ხანუმი

- თურქეთში, როცა ჩემი პირველი "სატელევიზიო გასვლა" მოხდა, ლაზი და ხანდაზმული ქალბატონების სანახავად მაღალმთიან სოფლებში ავედით. ერთ დასახლებაზე მითხრეს: იქ 100 წელს მიტანებული ქალბატონი ცხოვრობს, ლაზურიც და ქართულიც კარგად იცისო. დავინტერესდი. დიდი თოვლი იყო, ფეხით ვიარეთ; როგორც იქნა, მის სახლამდე მივაღწიეთ და მისთვის მოულოდნელი სტუმრები აღმოვჩნდით. გაუხარდა. ისიც კი მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა: მწვანე ფერის თავსაბურავი ეხურა, რომელსაც კუნწულები (იქ ასე ეძახიან) ეკიდა, თეთრი მოჩითული კაბა ეცვა და ლობიოს მიირთმევდა. მისი დანახვისას, ჩემი ბებიები გამახსენდა. ისე მოგვესალმა, როგორც ჩემთან სამეგრელოში გამიგონია.

- როგორ?

- მუჭო რექ (როგორ ხარ)? ასე შეიძლება, ახლობელ ადამიანს მიმართო. ამ მისალმების გაგონების შემდეგ მშობლიური განცდა დამეუფლა. 100 წელს მიტანებული ქალბატონი საოცარ ამბებს ჰყვებოდა.

- მარტო ცხოვრობდა?

- შვილიშვილებთან და შვილთან ერთად, მაგრამ გარშემო ვინ იყო, აღარც მახსოვს, არც მიმიქცევია ყურადღება, ერთადერთი - მინდოდა, ამ ფადიმე ხანუმისთვის მესმინა.

- საოცარ ამბებს ჰყვებოდაო, - თქვით; რა გიამბოთ?

- ასეთი რამ მითხრა: ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ. ქართლელი, ლაზი და მეგრელი ძმები არიან; ეს არ დაგავიწყდეთ, ისიც იცოდეთ, რომ თქვენ გელოდებით და თქვენც დაგველოდეთო. მის სიტყვებზე ილიას თანამედროვე ჟურნალისტი - სამსონ ფირცხალავა გამახსენდა, რომელსაც ნათქვამი აქვს: "ჩვენი ბედნიერების მზე მაშინ ამობრწყინდება, როცა მუსლიმან ქართველსა და ქრისტიან ქართველს შორის განსხვავება მხოლოდ რწმენა იქნება და სხვა არაფერი". ამ საუკუნის ტოლ ქალბატონთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილად მზის ამობრწყინებასავით იყო. მისმა გაცნობამ სტიმული მომცა, რომ მომდევნო ფილმები გადამეღო. ამ შეხვედრას ის 32 ფილმი მოჰყვა, რომელიც "ჩვენებურების" ციკლით გავიდა. ეს ფადიმე ხანუმის დამსახურებაა - ადამიანის, რომელიც უყვართ კი ისე მის შვილიშვილებს, როგორც ახლა - მე?.. სამწუხაროდ, ფილმის გასვლიდან 1 წელიწადში გარდაიცვალა. მასთან ერთად ფოტოც გადავიღე - ნახე, რა ლამაზი ქალია და მე მის გვერდით რა ბედნიერი ვარ!..

ფერეიდნელი (კახელი) გლეხი:

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი