რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია - პრეზიდენტის და პრემიერის მოწოდება მოსახლეობისადმი

რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია - პრეზიდენტის და პრემიერის მოწოდება მოსახლეობისადმი

"როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია"; "ადგილობრივი პროდუქციის შეძენა დამატებითი შემოსავალია ქართული ოჯახის ბიუჯეტში" - ამ განცხადებებით ქვეყნის პირველი პირები - პრეზიდენტი და პრემიერი მოქალაქეებს ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია - "მოითხოვე ქართული" დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში არსებულ ქართულ საწარმოებს - "კამპას", "კულას", "ქარელის ჩირის" და დვანში კომპანია "დინასტიას" ეწვია. სტუმრები პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნენ და მის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.

"სოფელ დვანიდან სულ ახლოს საოკუპაციო ზოლთან გოგა ჩანადირთან და ტარიელ ზივზივაძესთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი - ეს არის ამ ადამიანების მიერ დაწყებული ინიციატივა, ეს არ არის პრეზიდენტის ინიციატივა, არამედ საზოგადოებისაა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ შესაძენად პროდუქტის და ვიცოდეთ, რომ ამის უკან დგას ის, რომ ჩვენ ამით ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში და იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ, როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ნახე 30 წამში 10 ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდო ქართული პროდუქტი [ვიდეოგრაფიკა]

მოსახლეობას ქართული წარმოების წახალისებისკენ მოუწოდეს გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა 3 ახალი საწარმოს შექმნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტები ადამიანებს აძლევს საშუალებას, საკუთარი საქმე წამოიწყონ.

"პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომიანთკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. ინვესტიცია არის 130 000 ლარი. ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა 25 ჰა მიწის ფართობი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტები ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით და რა თქმა უნდა, სახელმწიფო აგრძელებს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ იქნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა და საქართველოს მოსახლეობაში, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში. ეს არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს, ეს არის სახლში ხელდამშვენებული მისული მშობელი საღამოს და ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვყიდულობთ ადგილობრივ პროდუქციას", - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

"პალიტრა მედია" ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო ქართული წარმოების გაძლიერების. სოციალური კამპანია #იყიდექართული მედიაჰოლდინგმა 2015 წელს წამოიწყო და იგი ქართული წარმოების ხელშეწყობას და შესაბამისად, ქვეყნის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ისინი, ვინც კამპანიას უერთდებიან, არჩევანს ქართული პროდუქციის სასარგებლოდ აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედებით საქართველოს გაძლიერებისა და განვითარების საქმეში პატარა წვლილი შეაქვთ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი