წელს საბანკო სექტორს მინიმუმ 2 ბანკი გამოაკლდება

წელს საბანკო სექტორს მინიმუმ 2 ბანკი გამოაკლდება

ბანკებს აშკარად ლიკვიდობის პრობლემა აქვთ. მართალია, ფინანსურ სტრუქტურებში ამას არ აღიარებენ, თუმცა საბანკო სფეროს სპეციალისტები კომბანკების გასაჭირზე დამაჯერებლად საუბრობენ. ზოგიერთი ორგანიზაციის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ კაპიტალში ზარალის პრობლემასაც განიცდის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აქედან გამომდინარე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე წელს საბანკო სექტორი მინიმუმ 2 ბანკით შემცირდეს.

ფინანსისტების ინფორმაციით, ლიკვიდობის პრობლემა ერთ-ერთ მსხვილ ბანკს უკვე შეეხო, თუმცა მისი დასახელებისგან შეგნებულად იკავებენ თავს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რეფინანსირების სესხის ზრდა ადასტურებს პრობლემის არსებობას, რაც დღესდღეობით მთლიანად სექტორშია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვერსია არასწორია. ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია პროგრამული სქემის გამართულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"არასწორი ინტერპრეტაციაა, როდესაც ამბობენ, რომ გაცემულია რამდენიმე მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხები. რეალურად საუბარია ერთკვირიან სესხზე და მექანიკურად დაჯამება არ შეესაბამება რეალურ სურათს, რადგან ჯამში ასახულის ნაწილი უკან დაბრუნებულია. ასევე არასწორია ვერსია ბანკების ლიკვიდობის უკმარისობაზე, როცა სექტორს საკმარისზე მეტი ლიკვიდობა აქვს", - ამბობს გვასალია და დასძენს, რომ გალარების პროგრამა შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, თავად მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის.

სპეციალისტები კი ღიად აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკებში მდგომარეობა ფორსმაჟორულია. თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია და დაასახელოს კონკრეტული ბანკი, რომლის გადასარჩენადაც ის რეფინანსირების სესხს დაუდევრად გასცემს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი