18 იანვარს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა

18 იანვარს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა

ოთხშაბათს, 18 იანვარს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა.

"ეს წელიწადში ორჯერ ხდება. ნათლისღების წინა დღეს, ოთხშაბათს იქნება წირვა, ხოლო წირვის შემდეგ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა. ოთხშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა. ხოლო ხუთშაბათს არის ნათლისღების დღესასწაული და მეორე დიდი კურთხევა აიაზმისა", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში.

მან მრევლს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და მაღალ სასულიერო ხარისხში აიყვანა. გარდა ამისა, პატრიარქმა დალოცა წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი, რომელიც ილია მეორის კურთხევით 2010 წელს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში დაარსდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი