არაოლიმპიურ სახეობებში 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დააჯილდოეს

არაოლიმპიურ სახეობებში 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დააჯილდოეს

არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დააჯილდოეს. საუკეთესო სპორტსმენებთან ერთად შედგა ასევე არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციების დასახელებაც.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს. საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა დაასახელეს.

გამარჯვებულები სხვადასხვა მედლებით, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 2016 წლის საუკეთესო ფედერაციად ჟურნალისტებმა სამბოს ფედერაცია დაასახელეს. სამბოს ფედერაციამ კი საუკეთესო სპორტსმენი ვახტანგ ჩიდრაშვილი დაასახელა.

მეორე ადგილი ქართულმა ჭიდაობამ დაიკავა. სპორტსმენად კი გიორგი კაციაშვილი დასახელდა.

მესამე ადგილი - ჭადრაკის ფედერაცია - სპორტსმენი ბაადურ ჯობავა. მეოთხე ადგილი - რაგბი, მამუკა გორგოძე. მეხუთე - მკლავჭიდი, სპორტსმენი ჯამბულ ვიბლიანი, მეექვსე - კარატე, სპორტსმენი ანდრეი ზინჩენკო. მეშვიდე - კლასიკური სამჭიდი, სპორტსმენი გიორგი გოგოლიძე. მერვე - სუმო, სპორტსმენი - გიორგი მეშვილდიშვილი, მეცხრე - კინგ ბოქსინგი, სპორტსმენი - დიანა კუბლაშვილი, მეათე - აკრობატიკა, სპორტსმენი ტარიელ სირაძე და გიორგი ოქროპირიძე.

ღონისძიებას თბილისის მერი, ასევე სამინისტროების წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

ცერემონია ტრადიციულად "ჯაკო FM"-ის იუბილეზე შედგა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი