"ვის უბედავთ, ნაღმის შემოტანას როგორ ვიკადრებო" - რატომ გააძლიერეს საპატრიარქოში უსაფრთხოების წესები და ვინ ეწინააღმდეგება ამას

"ვის უბედავთ, ნაღმის შემოტანას როგორ ვიკადრებო" - რატომ გააძლიერეს საპატრიარქოში უსაფრთხოების წესები და ვინ ეწინააღმდეგება ამას

პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გარკვეული სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან პატრიარქის დაცვის მიმართ უკმაყოფილებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირებს.

როგორც ოხანაშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ზოგიერთი მღვდელმთავარი უსაფრთხოების წესების გაძლიერებას მიესალმება, ზოგიერთი კი თაკილობს.

იხილეთ სტატიის ვიდეოვერსია

"მას შემდეც, რაც "ისლამური სახელმწიფო" შეიქმნა და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეები ძალიან მასშტაბური გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენმა სამსახურებმა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა, გარკვეული სახის ღონისძიებები გაეტარებინა. მითუმეტეს, რომ საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს "ხალიფატის" ზოგიერთი წარმომადგენლის ღია მუქარა, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგაც იყო მიმართული. დავიწყეთ საპატრიარქოში შემავალი მანქანების ე.წ. სარკეებით შემოწმება (სტანდარტული პროცედურაა ნაღმის აღმოსაჩენად და ერთი მანქანის შემოწმებას 7-8 წამი სჭირდება), ძალიან ბევრი მღვდელმთავარი ასეთ ზომებს მოწონებით შეხვდა, თუმცა ზოგი თაკილობს - ვის უბედავთ, მე ნაღმის შემოტანას როგორ ვიკადრებო და ა.შ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ღვთისმსახურს რაიმე საფრთხის შექმნა უნდოდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რესტორან "ქალაქურიდან" (რომელიც საპატრიარქოს მეზობლადაა) დააკვირდეს საპატრიარქოში შემავალ მანქანებს, რომელი მოწმდება და რომელი - არა. უკვე ქუჩაში გაჩერებული მანქანის ქვეშ ნაღმის ჩადება დღეს ძნელი არ არის", - აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, სასულიერო პირებში უკმაყოფილება გამოიწვია სამების საკათედრო ტაძარში ე.წ. სკანერების დადგმის იდეამაც. "ასევე გვინდოდა, დიდ დღესასწაულებში, მაგალითად, შობას და აღდგომას, სამებაში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ე.წ. სკანერები დაგვედგა. სახელმწიფო მზად იყო, დაგვხმარებოდა, თუმცა წინააღმდეგობას კვლავ "შიგნით" გადავაწყდით და იძულებული გავხდი, განზრახვაზე ხელი ამეღო", - აღნიშნავს ოხანაშვილი.

პატრიარქის დაცვის უფროსთან ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 იანვრის ნომერში დაიბეჭდა.

წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" საიტზე: "რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო" - რას ჰყვება პატრიარქის დაცვის უფროსი?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი