რა ეტაპზეა გამოძიება მესტიაში ცხოველების მონაწილეობით მომხდარ სასტიკ ინციდენტთან დაკავშირებით

რა ეტაპზეა გამოძიება მესტიაში ცხოველების მონაწილეობით მომხდარ სასტიკ ინციდენტთან დაკავშირებით

დაგლიჯე, ბოლომდე, მიდი ეცი... ასე აქეზებენ ერთმანეთს კბილებით ჩაბღაუჭებულ ძაღლებს მათი აზარტში შესული "გულშემატკივრები" და ცხოველებს გამარჯვებისკენ ან უფრო სწორად, მოწინააღმდეგის სიკვდილამდე მიყვანისკენ აქეზებენ. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა Facebook მომხმარებელმა გიორგი ქალდანმა საკუთარ გვერდზე წარწერით "ჩემი ფარი" რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. ფარი ერთ-ერთია იმ "მეტისებს" შორის, რომლებიც მესტიაში ერთმანეთს დაუპირისპირეს.

"ეს არის განსაკუთრებული სისასტიკე ცხოველების მიმართ"- ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარე, თეიმურაზ წიქორიძე.

"სამწუხაროდ, ეს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირად ამით თავიც კი მოაქვთ. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადავუგზავნეთ, ამას შედეგი არ მოჰყვება. ვინმე დაისჯება თუ არა, ამაში ეჭვი გვეპარება იმ მიზეზით, რომ ძალიან ბევრჯერ ცხოველისადმი სისასტიკე სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ნაკლებმნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება"- აღნიშნა ცხოველთადამცველმა.

იმის გასარკვევად თუ რა ეტაპზეა საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა, Allnews.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. წაიკითხეთ გაგრძელება და იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი