მძიმე ავარიის დროს დაშავებულ გიორგი გოცირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

მძიმე ავარიის დროს დაშავებულ გიორგი გოცირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

კომედი შოუს მსახიობს გიორგი გოცირიძეს დახმარება ესაჭიროება. ზაფხულში გიორგი ბელიაშვილზე ავარიის დროს მძიმედ დაშავდა. ქვეითად მოსიარულე მსახიობს მანქანამ დაარტყა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას ფეხებზე და მუცლის ღრუში მძიმე ოპერაციები ჩაუტარდა. თუმცა იმისთვის, რომ გიორგიმ ფეხზე გავლა შეძლოს, სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლების გადანერგვა. Ambebi.ge მსახიობის დას ანი გოცირიძე დაუკავშირდა:

- ანი, რა მდგომარეობაშია გიორგი?

- გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლების გადანერვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხზე გავლას ვერ შეძლებს. ორივე ფეხზე წვივები უნდა გადაუნერგონ და ოპერაცია თურქეთში უნდა ჩატარდეს.

- დაგეხმარათ ვინმე?

- ჯერჯერობით არავინ დაგვხმარებია, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და შემდეგ მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს თანხის ნაწილი რომ მაინც დაგვოფინანსოს. მივწერეთ თურქულ კლინიკას, საიდანაც მოგვწერეს, რომ ძვლების გადანერგვის შემდეგ გიორგი ფეხზე დადგომას შეძლებს. ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი და ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს.

გიორგი გოცირიძის დასახმარებლად შექმნილია სპეციალური ანგარიშის ნომერი:

GE12BG0000000139408800 საქართველოს ბანკი

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი