ბათუმელებმა ნათლისღების დღესასწაული ზღვაში შესვლით აღნიშნეს

 ბათუმელებმა ნათლისღების დღესასწაული ზღვაში შესვლით აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს. ქრისტიანი მრევლი ზღვაში შესვლამდე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. გვიან ღამით კი სანაპიროსკენ მსვლელობა მოაწყვეს, სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს და ზღვა აკურთხეს, რის შემდგომაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.

ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლა მეუფე დიმიტრის ინიციატივით, ბათუმში უკვე რამდენიმე წელია სრულდება.

ფოტო ფბ გვერდი: ბათუმი / Batumi

"უფროსი ძმა მყავს, რომელიც წლების მერე გავიცანი, ერთად არ ვიზრდებოდით..." - თავდაცვის ექსმინისტრის გულახდილი ინტერვიუ

კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 16 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები საქართველოში

"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე