რა დაბრკოლებებს აწყდებიან უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში

რა დაბრკოლებებს აწყდებიან უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა, "ფორბსის" მიერ ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ეა.

გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში სტაბილურია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც.

მომხიბლავი რეიტინგისა და სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, არსებობს რიგი დაბრკოლებებისა, რომელსაც უცხოელი ინვესტორები და ბიზნესმენები საქართველოში აწყდებიან. "ბიზნესპრესნიუსი" დაუკავშირდა საქართველოში არსებულ რამდენიმე მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე უცხოელ ბიზნესმენს და დაინტერესდა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ყოველდღიური საქმიანობის დროს. სხვა პრობლემებთან ერთად თავი იჩინა გენდერულმა საკითხმაც. ჩვენს მიერ გამოკითხულმა ქალებმა, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ, აღნიშნეს, რომ მათი სქესი გარკვეულწილად ხელისშემშლელია საქმის წარმოების დროს.

"პირადად მე უმეტესად კეთილგანწყობით მხვდება საზოგადოება, რადგან ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი ვარ. თუმცა, ზოგიერთი კონსერვატიული მენტალიტეტის ადამიანისგან შემხვედრია დამოკიდებულება, რომ ქალი ვარ და რიგ შემთხვევაში შეიძლება საქმეს თავი ვერ გავართვა. ვცდილობ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო. თუმცა ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალის როლი სათანადოდ არ არის გააზრებული," - ამბობს ფრანგი ზოე პერე, რომელიც პოპულარული ბარის "ზოესთან" დამფუძნებელია.

ანალოგიურად ფიქრობს დევი ასმადირეჯა, რომელიც ტურისტული კომპანიის Devi Adventure-ს დამფუძნებელია. კომპანია საქართველოს გარდა, ტურებს აწყობს ინდონეზიაშიც. დევი, რომელიც პანკისში ცხოვრობს, "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ქართველები კარგი ხალხი არიან, მაგრამ მათთან ურთიერთობა ცოტა რთულია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი