"ლიბერთინსის" ორგანიზებით გამართულ ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტზე გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

"ლიბერთინსის" ორგანიზებით გამართულ ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტზე გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოლიმპიურ სასახლეში პროექტ "ლიბერთინსის" ორგანიზებით გამართულ ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტზე გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

იღბლიანი მკითხველები სუპერპრიზების მფლობელები გახდნენ. LIBER გათამაშებაში გათამაშდა ორ კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, ორ კაციანი საგზური იტალიაში, ორი ველოსიპედი, HP-ის ორი ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი.

გამარჯვებულების გამოვლენასა და ღონისძიების მიმდინარეობისას მათთან სატელეფონო კომუნიკაციას, ოლიმპიურ სასახლეში მყოფი თინეიჯერები ოვაციებით ხვდებოდნენ.

გრანდიოზული ღონისძიება dj რემბომ წაიყვანა. კონცერტზე Loudspeakers-მა 10-ზე მეტი მუსიკალური ნომერი შეასრულა.

Loudspeakers-ის სოლისტის, ლევან ცხვარაძის თქმით, აუდიტორიამ მოლოდინს გადააჭარბა. ”ემოცია რაც გავუშვით, ათმაგად დაგვიბრუნდა”, - აღნიშნა მუსიკოსმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ ახალგაზრდობა უფრო და უფრო ინტერესდება წიგნის კითხვითა და ალტერნატიული მუსიკით.

ღონისძიებაზე დასასწრებად 3000 ბილეთი გაიყიდა. დამსწრეთა დიდ უმრავლესობას თინეიჯერები წარმოადგენდნენ. როგორც მათ კონცერტის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, საღამო შედგა და ბედნიერები არიან, რომ თინეიჯერების საყვარელი ჯგუფის მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ. მათი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კითხვის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი