მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს - წაიკითხეთ განცხადება

მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს - წაიკითხეთ განცხადება

მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია მეუფე სერაფიმეს წერილში, რომელსაც სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი)ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მამა სერაფიმე მიტროპოლიტს მხარდაჭერას უცხადებს.

"ambebi.ge" მეუფე სერაფიმეს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა; ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე. მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო.

მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პირს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ; დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროდ მოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას.

ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას", - აცხადებს მიტროპოლიტი სერაფიმე.

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებამ და მრევლმა ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო 17 იანვარს პროტესტი გამოთქვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საპროტესტო განცხადება ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 16 იანვარს მათთვის ცნობილი გახდა, ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის ფაქტი.

განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას იწვევდა. განცხადების ავტორები რეაგირებისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი