ბოთლის ღვინის ჩანთები და კორეული კოსმეტიკა - დუბაიდან ჩამოსული ცოლ-ქმრის ბიზნესი საქართველოში

ბოთლის ღვინის ჩანთები და კორეული კოსმეტიკა - დუბაიდან ჩამოსული ცოლ-ქმრის ბიზნესი საქართველოში

ვიქტორ და ანა რაზუმოვები საქართველოში დუბაიდან საცხოვრებლად ხუთი თვის წინ ჩამოვიდნენ. დროის ეს მცირე პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ წყვილს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ახლა ცოლ-ქმარი საქართველოში უკვე წარმატებით უძღვება ორ ბიზნესს - კომპანია თიკი ჭინე Bაგს, რომელიც ყიდის უმაღლესი ხარისხის ჩანთებს ბოთლის ღვინის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის და კორეანსჰოპ.გე-ს - კორეული კოსმეტიკის ონლაინ მაღაზიას.

ვიქტორი და ანა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამი წელი ცხოვრობდნენ. ანა ნავთობპროდუქტების მიმართულებით კონსულტანტი იყო, ვიქტორი კი ბიზნესანალიტიკოსი.

"დუბაიში ჩემი ოფისი დაიხურა და ბასრაში, ერაყში გადავიდა. მე და ანამ ჩავთვალეთ, რომ ეს კარგი მიზეზი იყო საკუთარი ბიზნესაქმიანობის დასაწყებად და ერაყში წასვლაზე უარი ვთქვით. ჩვენს ახალ ლოკაციად საქართველო ავირჩიეთ და ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო. მიზეზი კი რამდენიმეა: აქ მეგობრული გარემო, რბილი კლიმატი და ბევრი საინტერესო ადგილია. მეტსაც გეტყვით, ბავშვობიდან ფიროსმანის განსაკუთრებული მოყვარული ვარ," – აღნიშნა 25 წლის ვიქტორ რაზუმოვმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში.

საქართველოში ჩამოსვლამდე წყვილმა კარგად შეისწავლა ქვეყანა და ბიზნესსაქმიანობის სფეროებიც საკუთარი ინტერესებისა და ქვეყნის ტრადიციებიდან გამომდინარე შეარჩია.

"საქართველო ღვინის სამშობლოა და ყველა ტურისტს აქედან ღვინო მიაქვს. ამ დროს უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოთლის გატეხვის ალბათობა მაღალია. მოგზაურები ბოთლის შეფუთვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, ხშირად ტანსაცმელშიც კი ახვევენ, რადგან ამ დრომდე ქართულ ბაზარზე შეფუთვის კარგი საშუალება არ არსებობდა. სწორედ ამიტომ მისი შეთავაზება ჩვენ გადავწყვიტეთ", - განმარტა ვიქტორ რაზუმოვმა.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი