ელექტრონული ნარკოტიკი თაობებს აავადებს! - საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც სპეციალისტებს აშფოთებს!

ელექტრონული ნარკოტიკი თაობებს აავადებს! - საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც სპეციალისტებს აშფოთებს!

ადამიანთა (განსაკუთრებით ბავშვების) დამოკიდებულებამ ელექტრონულ მოწყობილობებზე საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია. ბავშვებს ხშირ შემთხვევაში ერღვევათ ძილის პროცესი. ისინი ღამით რამდენჯერმე (ათჯერ და მეტჯერაც) იღვიძებენ ტელეფონებიდან მუდმივად მომავალი შეტყობინებების, ზარებისა თუ ნიშნების შესამოწმებლად. ბავშვები იმდენად არიან დამოკიდებულნი სოციალურ ქსელებზე, რომ ვერ აიძულებენ საკუთარ თავს, ღამით მაინც გათიშონ მოწყობილობა და მშვიდად დაიძინონ. ეს სენი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაც არ გახლავთ უჩვეულო. არა და მათ ხომ განსაკუთრებულად უჭირთ დილაობით გაღვიძება. გამოუძინებლები კი ვერ ახერხებენ ყურადღების კონცენტრაციას გაკვეთილებზე.

ბრიტანელმა მკვლევარებმა გამოკვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე ყოველი მეათე პირი (11-დან 18 წლის ასაკის) დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით მაინცაა ცხვირჩარგული მობილურ ტელეფონში. გამოკვლეულთა 45 %-მა აღიარა, რომ ღამით სპეციალურად იღვიძებს მობილური ტელეფონით მიღებული შეტყობინების შესამოწმებლად, ბიჭების 70 %-ი კი თურმე მუდმივად თამაშობს სხვადასხვა თამაშს მობილური ტელეფონით.

მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რა პრობლემის წინაშეა მათი შვილი, როგორ პათოლოგიურად არის დამოკიდებული მობილურ მოწყობილობაზე, რომ ზოგჯერ 100-მდე შეტყობინებას იღებს ღამის განმავლობაში. ბავშვები ხომ ჩაძირულნი არიან Facebook, WhatsApp, Snapchat და სხვა ქსელების უძლეველ

გავლენაში... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი