"სამ კორპუსში ერთდროულად მოხდა აფეთქება..." - დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი მაღალი წნევით მიეწოდა

"სამ კორპუსში ერთდროულად მოხდა აფეთქება..." - დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი მაღალი წნევით მიეწოდა

დიდი დიღომში რამდენიმე ბინაში გაზის მაღალი წნევით მიწოდება მოხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში შპს "დიდი დიღომი გაზი" განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, გაზის გამანაწილებელი სადგური წყობიდან გამოვიდა, რამაც ზოგან ბუნებრივი აირის მაღალი წნევით მიწოდება გამოიწვია.

"გაზის გამანაწილებელი სადგური #319 გამოვიდა წყობიდან და მოხდა საშუალო წნევის მიწოდება ბინებში, ზოგიერთ სახლში, სადაც გაზი ენთო, დიდი წნევით მიეწოდა იქ გაზი. ამჟამად ყველაფრის შესწავლა მიმდინარეობს, მთელი სამსახური ვართ მობილიზებული, შევისწავლით ყველა ბინას სათითაოდ, დღეს და

ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გაზის მაღალი წნევით მიწოდებამ ზოგან აალებაც გამოიწვია.

სოციალურ ქსელში რამდენიმე მოქალაქე წერს, რომ მომხდარის გამო შეშფოთებულია, რადგან მათ გაზის ქურა გადაეწვა. დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის რამდენიმე მცხოვრები კი ბუნებრივი აირის წნევის მატების გამო, ალების და ხანძრის შესახებ საუბრობს.

"დღეს დიდ დიღომში ყასტრანსგაზმა საოცარი საჩუქარი გაგვიკეთა. გადამეტებული წნევით გაზი გამოგვიშვა. შედეგად სამ კორპუსში ერთდროულად მოხდა აფეთქება, რამოდენიმე ოჯახში ხანძარი" - წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი Lasha Craft.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი