2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა 111,8 მილიონი დოლარის ღირებულების სამი ნახატი გაყიდა

2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა 111,8 მილიონი დოლარის ღირებულების სამი ნახატი გაყიდა

"ფორბსის" რუსული გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "კრისტის" აუქციონზე საკუთარი კოლექციიდან ცნობილი მხატვრების სამი ნამუშევარი გაყიდა.

საერთო ჯამში გაყიდული ნახატების ფასმა 111,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოცემის ცნობით, 2016 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა "კრისტის" აუქციონზე მე-20 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო "უსათაურო XXV" 66,3 მილიონ დოლარად გაყიდა. ვინ შეიძინა ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის ნამუშევარი, არ ხმაურდება. თუმცა ცნობილია, რომ ვაჭრობა ტელეფონით შედგა. ტილოს საწყისი ფასი 37 მილიონი დოლარი იყო.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დე კუნინგის

ტილო 2009 წლის იანვარში 35 მილიონ დოლარად შეიძინა.

როგორც "ფორბსის" რუსული გამოცემა წერს, დე კუნინგის ტილოს გაყიდვამდე, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ჰოლანდიელი ფერმწერის სხვა ცნობილი ნამუშევარი 12 მილიონ დოლარად შეიძინა.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი