ქართველი მხატვრის გამოფენა ნიუ-იორკში

ქართველი მხატვრის გამოფენა ნიუ-იორკში

21 იანვარს ნიუ-იორკის საგამოფენო გალერეა Lloyds International Gallery-ში ქართველი მხატვრის ფირო (ფირუზა) სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

48 წლის მხატვარი 2 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს და მუშაობს. ეს მისი რიგით მეორე გამოფენაა. სიჭინავას ნამუშევრებში ძირითად ადგილს გრაფიკა და ფერწერა იკავებს, მუშაობს თექაზეც. თუმცა ამერიკაში ხელოვანი ძირითადად ფერწერულ ტილოებს ქმნის.

ფიროს ნამუშევრებმა მხატვრების, დამთვალიერებლების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე დაინტერესებულმა პირმა ნამუშევრის შეძენის სურვილი გამოფენის პირველივე დღეს გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი