მაღაზიებში დახლები ცარიელდება - "რეზონანსი" თბილისის ჰიპერმარკეტებიდან

მაღაზიებში დახლები ცარიელდება - "რეზონანსი" თბილისის ჰიპერმარკეტებიდან

დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ზოგიერთი პროდუქტი გაქრა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მაღაზიების კონსულტანტები მომხმარებლებს ცარიელი დახლებისთვის ბოდიშს უხდიან. როგორც იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მარკეტების დიდ ნაწილს ნისიად მიღებული პროდუქტის საფასურის გადახდა უჭირს. ნაწილი კი გაზრდილი ფასით პროდუქტის მიღებისგან თავს იკავებს. ამის გამო კი მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"ბიზნეს-რეზონანსი" ამ საკითხით დაინტერესდა და რამდენიმე ჰიპერმარკეტსა თუ სასურსათო მაღაზიაში მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ პრობლემა ერთი კონკრეტული მიმართულებით კი არ შეიმჩნევა, თითქმის ყველა სექციაში რამდენიმე დახლზე საქონლის ადგილი თავისუფალია.

სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" პრეზიდენტი ივა ჭყონია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვყანაში არსებული რთული მდგომარეობის გამო (საქმე ეხება ლარის გაუფასურებასა და საწვავზე ფასის ზრდას) რამდენიმე იმპორტიორს მოუწია საქონლის გაძვირება, რასაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები არ დათანხმდნენ. იმპორტიორები კი ზარალზე მუშაობას არ აპირებენ. შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა, მაგრამ ჭყონიას გონივრული გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.

"ვალუტის დევალვაციის გამო კომპანიებმა ფასი გაზარდეს, მათ შორის, ადგილობრივმა მწარმოებლებმაც. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი (ჰიპერმარკეტები და მაღაზიები) თავად ართულებს საქმეს და სარეალიზაციო ფასს არ ზრდის. ისინი გარკვეულ პერიოდს ითხოვენ და ელოდებიან, სხვა როდის გააძვირებს, რომ შემდეგ მოუმატონ ფასი განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი