საინტერესო ფაქტები კახური ღვინოების შესახებ

საინტერესო ფაქტები კახური ღვინოების შესახებ

კახეთის გარეშე ქართული მეღვინეობა წარმოუდგენელია. კახეთი არის ერთგვარი წამყვანი ლოკომოტივი როგორც რაოდენობრივად, ასევე პოპულარობის თვალსაზრისით და სწორედ კახეთში წარმოებული ღვინოა ჩვენი მეღვინეობის სახე და ნიმუში.

კახური ღვინო, რა თქმა უნდა, არაა ერთნაირი და ერთსახოვანი. საქართველოს ამ კუთხეში, ტრადიციულად, ქვევრის ღვინის წარმოება იყო გავრცელებული, თუმცა მე-19 საუკუნიდან კახეთშიც დამკვიდრდა ღვინის ჯერ კასრში, შემდეგ კი უჟანგავი ლითონის ავზებში დაყენების ტენდენცია და დღეს კახეთში თითქმის ყველა ტიპისა და კლასიფიკაციის ღვინო იწარმოება.

ტრადიციული ტიპის თეთრი მშრალი კახური ღვინო (ცხადია, ჭაჭაზე დავარგებული) არომატებით განსაკუთრებით სავსეა და გემური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია. ქვევრის კახური ღვინის ფერზე და ინტენსიურობაზე კი მსჯელობა დღემდე არ წყდება. მეღვინეებისა და ღვინის მოყვარულების დიდი ნაწილი უკვე თანხმდება, რომ ქვევრის თეთრი კახური ღვინო სულაც არაა კლასიკური "თეთრი" და იგი ახლადდამკვირდებულ ტიპს - "ორანჯ ვაინს", ანუ ფორთოხლისფერი ღვინოების კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი