ამიერიდან ღვინის შეძენა ინტერნეტით შეგიძლიათ - რას სთავაზობს მომხმარებელს ALLWINE.GE

ამიერიდან ღვინის შეძენა ინტერნეტით შეგიძლიათ - რას სთავაზობს მომხმარებელს ALLWINE.GE

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ინტერნეტ-კომერცია აქტიურად ვითარდება. ქართველ მომხმარებელს ამიერიდან ინტერნეტის საშუალებით სასურველი ღვინის შეკვეთაც შეუძლია და ამისთვის მაღაზიაში გასვლა საჭირო აღარ არის. რამდენად აქტიურია ქართველი მომხმარებელი ინტერნეტში, რომელ ღვინოებზეა უფრო მეტი მოთხოვნა და აძვირებს თუ არა პროდუქციას სახლში მიტანის სერვისი? "მოამბის" შეკითხვებს კომპანია ALLWINE.GE-ს დირექტორი ლაშა შარიქაძე პასუხობს.

"ინტერნეტ-მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც მცირე მარნების, ასევე ღვინის ცნობილი კომპანიების წარმოებული პროდუქცია და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებელზე, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. საიტზე მოცემულია ყველა საფასო კატეგორია.

პირველ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ თბილისის მასშტაბითაა შესაძლებელი, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ იგივე სერვისი რეგიონებშიც იყოს ხელმისაწვდომი", - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი