აპირებს თუ არა გიგი უგულავა მესამედ ქორწინებას? - ყოფილი მერის პირველი კომენტარი გავრცელებულ ხმებზე

აპირებს თუ არა გიგი უგულავა მესამედ ქორწინებას? - ყოფილი მერის პირველი კომენტარი გავრცელებულ ხმებზე

გიგი უგულავას პირადი ცხოვრება საზოგადოებას მაშინაც აინტერესებდა, როცა ის თბილისის მერი იყო, მაშინაც როცა 2-წლიან სასჯელს იხდიდა და ახლაც, როცა ციხიდან გათავისუფლდა.

რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა მესამედ დაოჯახებას აპირებს. შეგახსენებთ, ქალაქის ყოფილი მერი ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია იყო, რომელთანაც უგულავას ორი შვილი, ტასო და თინა ჰყავს. თაკო ცაგურიასთან დაშორების შემდეგ უგულავამ ლელა კილაძეზე იქორწინა, მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ თბილისში ბევრს ჭორაობდნენ, ამბობდნენ, რომ უგულავა საყვარელ ქალს უძვირფასესი საჩუქრებით ანებივრებდა. ლელას და გიგის ერთი საერთო ვაჟი - ალექსანდრე ჰყავთ, რომელიც 7 წლისაა.

გიგი უგულავას დაკავებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის და ლელა კილაძე დაშორდნენ. მალევე გიგი უგულავამ ოფიციალურად დაადასტურა ხმები მისი და ლელა კილაძის ოჯახის დანგრევის შესახებ - ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მისი და ლელა კილაძის 6-წლიანი ცხოვრება დასრულდა. 2016 წლის გაზაფხულზე ლელა კილაძემ პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა, რომლისგანაც ახლა შვილს ელოდება.

რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - ყოფილი მერისა და გია ბარამიძის ყოფილი მეუღლის, ეკა ჯაფარიძის ლავ-სთორის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძის და უგულავას რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც უგულავა ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ამბობენ, რომ ჯაფარიძემ უგულავა ოჯახის წევრებსაც გააცნო და მალე დაქორწინდებიან კიდეც. თავის მხრივ, ეკა ჯაფარიძე გია ბარამიძეზე დაქორწინებამდე ნიკუშა შენგელაიას ცოლი იყო, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს.

AMBEBI.GE-მ ინფორმაციის გადამოწმება ეკა ჯაფარიძესთან სცადა, თუმცა მას ვერ დავუკავშირდით, რადგან როგორც გავარკვიეთ, ის საზღვარგარეთ შვილთან იმყოფება.

საზღვარგარეთაა გიგი უგულავაც. იგი პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან ერთად ბრიუსელში იმყოფება და ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს. უგულავას ბრიუსელში დავუკავშირდით, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით, პარტია "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურიდან თავად დაგვიკავშირდნენ.

გავრცელებულ ჭორებზე, გიგი უგულავას განმარტება პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერძენიშვილმა გადმოგვცა:

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გიგი უგულავა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არის დაკავებული. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გიგი უგულავასთან არც გადაუმოწმებიათ, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია - ეკა ჯაფარიძე მისი შვილის, ალექსანდრეს ნათლიაა", - განმარტა ბერძენიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა

სამედიცინო აღჭურვილობა, ტექნოლოგიები და კონფერენციები - თბილისის მედიცინის ფორუმი იხსნება

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს