ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის წევრად აირჩიეს

ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის წევრად აირჩიეს

ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალი წევრები დაამტკიცა, რომელთა შორის აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძეა. როგორც სირაბიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, მისი წარდგენა ბათუმში 2016 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომაზე გამოსვლის შემდეგ მოხდა. იგი აჭარის რეგიონიდან ევროპის კულტურის პარლამენტის ერთადერთი წარმომადგენელია.

"ჩემთვის უდიდესი პატივია პარლამენტის წევრად არჩევა და მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ამ ორგანიზაციის წევრებს დიდი მიღწევები აქვთ კულტურის სფეროში თავიანთ ქვეყნებში. აჭარა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი კულტურული ცენტრია და რეგიონს სამომავლოდ უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია კულტურათა შორის დიალოგის და კულტურის დიპლომატიის მხრივ. მაქვს ბევრი იდეა და ვფიქრობ, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით სამომავლოდ განვახორციელებ", - განაცხადა ნათია სირაბიძემ.

ევროპის კულტურის პარლამენტში საქართველოს კვოტით უკვე ხუთი წევრია: რუსუდან ფეტვიაშვილი, ლევან ხეთაგური, დავით საყვარელიძე და დავით ლორთქიფანიძე.

ევროპის კულტურული პარლამენტი 2001 წელს ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში დაარსდა და მის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება კულტურის სფეროში იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენს. ორგანიზაცია აერთიანებს 160 წევრს ევროპის 43 ქვეყნიდან. წელს ევროპის კულტურის პარლამენტის პირველი სხდომა მაისში, როტერდამში გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი