"მთვრალი პირი საჭესთან არის ჩამოყალიბებული მკვლელი" - რას ასახელებენ ექსპერტები სასიკვდილო ავარიების ძირითად მიზეზად

"მთვრალი პირი საჭესთან არის  ჩამოყალიბებული მკვლელი" - რას ასახელებენ ექსპერტები სასიკვდილო ავარიების ძირითად მიზეზად

"მთვრალი პირი საჭესთან, ან ადამიანი, რომლიც 200 კმ/სთ-ით გადადგილდება, ის არ არის მძღოლი, ის არის ჩამოყალიბებული მკვლელი", - ამის შესახებ "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

"პირდაპირ უნდა ვთქვა, დავარქვათ თავისი სახელი, რომ დღეს გზებზე ძალიან დიდი ნაწილი პირებისა გადაადგილდება, რომლებსაც ჰქვიათ მკვლელები. ის დროც დამთავრდა, რომ ერქვათ პოტენციური მკვლელები. დღესაც არიან პოტენციური მკვლელები დარჩენილები, მაგრამ დადიან მკვლელები. მთვრალი პირი საჭესთან, ან ადამიანი, რომლიც 200 კმ/სთ-ით გადადგილდება, ის არ არის მძღოლი, ის არის ჩამოყალიბებული მკვლელი და ზუსტად ისეთივე საშიშია, როგორც შეიარაღებული პირი, რომელიც კლავს ადამიანებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ის კი არ უნდა თქვას, რომ მე რა ვქნა, წესებს თქვენ არღვევთო, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონმორჩილი მოქალაქეები ასეთი ტიპის აგრესორებისგან. ვინც საგზაო მოძრაობის წესებს იცავს, იმ ადამიანებმა რა დააშავეს?! იმ ადამიანებს თავს ესხმის დღეს შეიარაღებულ პირებზე უფრო საშიში ადამიანი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შეიძლება ერთი კი არა ორი, სამი, ოთხი, ხუთი და მეტი ადამიანი გარდაიცვალოს. ამიტომ ამას ჯერ სახელი უნდა დავარქვათ", - განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვაზე დაწესებული სანქცია არის არასაკმარისი. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, მთვრალი პირი ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს. მისივე თქმით, განათლების სისტემა არის პირველი პრიორიტეტი, სადაც რეფორმები უნდა გატარდეს.

გადაცემაში სტუმრობისას ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო შედეგებზე ისაუბრა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემაც. მისი თქმით, ეს არის ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგროვილი პრობლემების შედეგია.

"მთლიანობაში რომ ავიღოთ, ეს არის შედეგი, რომ ჩვენ არ ვიცით, ამ მძღოლს როდის აქვს მართვის მოწმობა აღებული; არ ვიცით, რამდენი ჯარიმა აქვს მას. არ ვიცით, როგორი უნარები აქვს მას შეძენილი ავტოსკოლაში. 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გამოაცხადა დერეგულაცია, ანუ არასავალდებულო გახადა მართვის მოწმობების აღებისთვის საჭირო ავტოსკოლის გავლა, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მას არ გაუვლია, არ შეუძენია ეს უნარ-ჩვევები მაღალი რანგის პედაგოგ-ინსტრუქტორთან; ნასვამი იყო თუ არა, რამდენად გამართული იყო ავტომობილი, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ - ანუ ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს იმ მძიმე სურათს, რომელიც აისახება სამწუხარო სტატისტიკაზე - ყოველ ორ დღეში სამი დაღუპული ადამიანი საქართველოს მასშტაბით, 600-ზე მეტი ადამიანი - 2015 წელს, შარშან ოდნავ ნაკლები - 585, ხოლო დასახიჩრებულთა რაოდენობაა 10 000-ზე", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

წაიკითხეთ: "ნეტა, პატრული არსებობს ქალაქში?!" - რუსთაველზე მომხდარ საზარელ ავარიას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი