ავტოსაგზაო შემთხვევას შეწირული კიდევ ერთი ახალგაზრდა - ირაკლი ხუციშვილი 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას შეწირული კიდევ ერთი ახალგაზრდა - ირაკლი ხუციშვილი 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

23 წლის ირაკლი ხუციშვილი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, გარდაიცვალა. ინფორმაციას ფონდი "სიკეთის კვალი" ავრცელებს.

"რა დავწეროთ , როგორ გამოვხატოთ ეს ტკივილი და დარდი, კიდევ ერთი სიცოცხლე გაგვიფრინდა , სხვისი შეცდომის და დაუდევრობის გამო ,ამდენი ავარია ,ამდენი ახალგაზრდის სიკვდილი , კმარა რამე ვიღონოთ ხალხო გთხოვთ ....უფალო შენ მიხედე ირაკლის და დაუმკვიდრე მის სულ ცათა სასუფეველი . ვიზიარებთ ოჯახის დარდს და ვუსამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს", - ნათვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

3 დეკემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ხუციშვილს ავტომობილი დაეჯახა. 23 წლის ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო, ერთ-ერთი მათგანის გაფუჭებული მანქანის "ბუქსირზე" ჩაბმას ცდილობდნენ, რა დროსაც დიდი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა დაარტყა და გზის სავალი ნაწილიდან გადააგდო. დამნაშავე მძღოლს სვლა არც შეუნელებია, ადგილიდან მიიმალა და მომაკვდავი ახალგაზრდა მიატოვა...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი